სტეფანე: ინგლისური ვიცი და შეგიძლიათ ჩემი BBC-ის ინტერვიუები ნახოთ
მუსიკალურმა პროექტმა ახალი ხმა, ქართველი მაყურებლის ყურადღება უკვე დაიმსახურა. ჟიურისა და კონკურსანტებს ზოგი აკრიტიკებს, ზოგიც დადებითად აფასებს. რა ხდება „ახალი ხმის“ კულისებში და რას ფიქრობენ სოციალურ ქსელებში ატეხილ კრიტიკის ქარცეცხლზე პროექტის მონაწილეები, ამ თემებზე დრონი.ჯი სტეფანე მღებრიშვილს გაესაუბრა.
თქვენი აზრით გაამართლა თუ არა „ახალმა ხმამ“ საქართველოში?
რათქმაუნდა გაამართლა, ჯერ თუნდაც იმიტომ, რომ ამხელა აჯიოტაჟია ატეხილი, თუნდაც ფეისბუქზე. მე სხვათაშორის ძალიან გული მწყდება, როდესაც ფეისბუქზე შევდივარ და ვანხულობ ხალხის ბოღმა კომენტარებს, იმ ხალხისა, რომლებსაც ალბათ მეათასედიც კი არ აქვთ გაკეთებული ამ ბავშვებთან შედარებით. აკრიტიკებენ ძალიან მაგარ კონკურსანტებს, არა მარტო ჩემი და მაოს არამედ სხვა გუნდებიდან. ზოგი იმდენად ბოროტია, რომ ანონიმ პროფაილებით შემოდიან და ათას სისაძაგლეს წერენ, ამიტომაც ძალიან გული მწყდება მართლა.
შეადარებდით თუ არა ერთმანეთს ქართულ და უცხოურ „ახალ ხმას“?
რომ წერენ ხოლმე, რომ ვაიმეეეე ინგლისის თუ სხვა ქვეყნის შოუ ასეთია და ესეთიაო, ინგლისის, ამერიკის, რუსეთისა და თუ სხვა ქვეყნისს ვოისზე არის ბევრად მეტი დაფინანსება, 100-ჯერ მეტი ხელისშეწყობა, ჩვენი შესაძლებლობები კი მატერიალურად არის ბევრად დაბალი, ამიტომაც ჩვენ ყველაფრის კეთება გვიწევს შიშველი ხელებით. ჩვენ აქ არ გვაქვს ამის საშუალება და ამდენი დაფინანსება, ჩვენ მხოლოდ ნიჭიერი ადამიანები გვყავს და ისინი მოგვყავს თქვენამდე. ჩვენ მწვრთნელები ვხარჯავთ ძალაინ ბევრ ენერგიას, რომ ეს შევძლოთ მართლაც, რომ შიშველი ხელებით, ამიტომაც იმის თქმა რომ „უცხოური ვოისი ჯობს და რატომ არ არის ქართული ხმა უცხოურივით მაგარი“, ამ პრეტენზიებს მე არ და ვერ ვღებულობ. მე ვარ ამაყი, რომ ჩვენი ბავშვები არიან ის მონაწილეები, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ უცხოურ ახალ ხმაში მონაწილეობის მიღება, რადგან ისინი ნამდვილად არიან საერთაშორისო დონის მომღერლები.
არ შემიძლია არ გკითხოთ მწვრთნელების მიერ შესრულებულ სიმღერაზე „crazy”, რომელმაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში
მე გეტყვით, რომ არ მრცხვენია ჩემი თავის, რაც შეეხება პრონანს, იქ ჯერ ერთი არ ყოფილა ჩემი ჟანრი და სიტყვები სწრაფად არის ნათქვამი და კარგად მაგიტომაც არ ისმის. რაცშეეხება ჩემს ინგლისურს მინდა ვთქვა, რომ ინგლისური ვიცი და შეგიძლიათ ჩემი BBC-ის ინტერვიუები ნახოთ, ასევე მე სიმღერები მაქვს ინგლისურად, ქართველ მაყურებელს ამის ნახვაც შეუძლია, ვარ ერთადერთი ქართველი, რომელიც MTV-ის ჩარტებში მოვხვდი. მოკლედ ინგლისური ვიცი და მე ამის მტკიცებას არ დავიწყებ. საზოგადოებამ მთავარია რამეში გამოგიჭიროს. ეს არ იყო ჩემი სამღერი სიმღერა, მიმიყვანეს და იძულებით ჩამაწერინეს, არც მე მომწონსს ეს ნამღერი მართალია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საშინელებაა და ასეთი რეაქცია უნდა მოყოლოდა. თან მე არ ვმოღვაწეობ, როგორც მომღერალი, და კიდე თუ ვინმეს არ ვუყვარვარ და არ მოვწონვარ ეს ძალიან ნორმალურია და არანაირი წყენა არ მაქვს. ჩემი თავის შესაძლებლობები ვიცი, და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 33 წლის ვარ, ვამაყობ ჩემი სივით. მოკლედ ყველას თავისი აზრი აქვს. არ ფიქრობ ასეთ ბოღმა ადმიანებზე, ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მენერვიულება და მეფიქრება ახალი ხმის მონაწილეები და ცდილობ, ხუთივე მწვრთნელი ვცდილობთ, რომ, მიუხედავად, ბევრი დაუმსახურებელი კომენტარისა, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და მაყურებელს მაგარი სანახაობა შევთავაზოთ.
ასევე ბევრი იწერება თუ რატომ არ მღერიან მწვთნელები, ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
კი მართალია მეც სულ ვკითხულობ მსგავს კომენტარებს და მინდა ვთქვა, რომ საზღვარგარეთ დაიწყეს უკვე მწვრთნელებმა სიმღერა და მაგასაც გეტყვით და გავახარებ საზოგადოებას, რომ ყველა მწვრთნელი წარსდეგა ბენდით, ცოცხლად მაყურებლის წინაშე, 29 ში გვიწევს ეს გამოსვლა და აუცილებლად იხილავს ამას მაყურებელი. ქართველ მაყურებელს შეუძლია დამშვიდდეს, რადგან ყველაფერი წინ არის.
შენ და მაიას ერთად გიწევთ ხოლმე გადაწყვეტილების მიღება, ყოფილა თუ არა სადავო მომენტები რომელიმე კონკურსანტთან დაკავშირებით?
ჩვენ ძირითადად ერთნაირი მოსაზრება გვაქვს ნებისმიერ კონკურსანტზე, უბრალოდ ერთხელ ნინი ცნობილაძესთან დაკავშირებით მოგვივიდა კამათი და ვერ შევთანხმდით, თუმცა ბოლოს მაინც ნინი დავტოვეთ პროექტში და ნინიმ ამ ტურში დაამტკიცა რომ არაჩვეულებრივი და უდავოდ უნიჭიერესი მომღერალია, ამიტომაც ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავსაც დიდი გარჩევა მოჰყვა სოციალურ ქსელებში.
რაც შეეხება თქვენს გადაწყვეტილებას, მეოთხე კონკურსანტად თქვენ აირჩიეთ იო, რატომ იოანე არაბული და არა სხვა?
ეს გადაწყვეტილება მე არ მიმიღია ეს მიიღო მაიამ, რადგან ყველას ჰგონია, რომ მე ბოლომდე ვაწვები იოს, არადა ეს ასე არაა, მე ასევე მოხარული ვიქნებოდი, რომ მარიამ ნინოშვილი ყოფილიყო მეოთხე, მაგრამ ასე მოხდა იმ მიზეზით რა მიზეზიც მაიამ დაასახელა. ჩვენ გუნდში ერთი ბიჭი აუცილებლად გვჭირდება, თანაც იო უდავოდ ნიჭიერია და ყველა გაგვაოცა ირაკლი ჩარკვიანის ნამღერით, თვით ქეთათოც კი აღფრთოვანდა. დამატებული ამას ის ფაქტორიც, რომ როდესაც ფეისბუქზე პოსტები იდება იო უდავო ლიდერია, ამიტომაც მემგონი ეს გადაწყვეტილება არავის არ უნდა გაკვირვებოდა.
ელოდით თუ არა მაგდას, ნინისა და მარიამის დასახელებას sms-ლიდერებად?
მე და მაია ყველა კონკურსანტის სმს-ლიდერობას ველოდით, იმიტომ რომ იმდენად მაგარი ბავშვები არიან და იმდენად ნიჭიერები, რომ შიძლებოდა ნებისმიერი გამხდარიყო ხალხის რჩეული, ამიტომაც რათქმაუნდა ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
და ბოლოს, რას იტყვით შოუბიზნესისა და პოლიტიკური ამინდის ურთიერთკავშირზე?
მომავალში რა იქნება არ ვიცი, მაგრამ სიტყვა შოუბიზნესი არც ედიკას და არც წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა. თუმცა, მე ვერ გავაკრიტიკებ წინა ხელისუფლებას, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები იყო მოსაგვარებელი.
კომენტარი