სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დილის სექსი მაღვიძარას მაგივრად

მსოფლიო საზოგადოების მომუშავე ადამიანთა უმრავლესობისთის, დილით მაღვიძარას გამყინავი ხმა საშინელება და იმ მომენტში დიდი ტრაგედიაც კი გახლავთ. ამიტომ, რატომ არ უნდა იქცეს ეს ნეგატიური სიტუაცია მეტად სასიამოვნო პატარა ისტორიად დილის სექსუალური კავშირის დახმარებით? ამასთანავე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს დილის სექსით იწყებენ მეტად ჯანმრთელები და ენერგიულები არიან. დილის სექსი ანთავისუფლებს ქიმიურ ნივთიერებას, ოქსიტოცინს, რომელიც შეყვარებულ წყვილს აიძულებს განსაკუთრებული კავშირი იგრძნონ ერთმანეთისადმი მთელი დღის განმავლობაში.

ჯანსაღი სექსი...

სწავლულების თქმით, დილის სექსი ადამიანს უფრო ძლიერსა და ლამაზს ხდის. ეს არის საუკეთესო საშუალება იმუნური სისტემის განსამტკიცებლად, ასევე სწევს ანტისხეულების დონეს, რომლებიც ორგანიზმს სხვადასხვა ინფექციებისგან იცავენ. ამასთანავე დილის სექსი ანთავისუფლებს ნივთიერებას, რომელიც ესტროგენების დონის მომატებას იწვევს. ესტროგენები კი კანის ტონუსსა და სტრუქტურას აუმჯობესებენ. მათთვის, ვისაც დილის სექსუალური კავშირისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება სურთ, მოცემულია შემდეგ რჩევები.

სექსუალური აღგზნებადობა...

დილის სექსი შეუძლებელია, თუ მაღვიძარას ხმა გამყინავი და შემაძრწუნებელია. უკეთესი იქნება თუ მაღვიძარაზე რბილ, სასიამოვნო მელოდიას დააყენებთ და მისი პირველივე აკორდის გაგებისას, მშვიდად დაიწყებთ ღამის ტანისამოსის გახდას. შემდეგ შეგიძლიათ მომდევნო საფეხურებზე გადახვიდეთ: თუ იგი ზურგზე წევს, ხელები წელზე შემოხვიეთ და ეცადეთ რაც შეიძლება ნაზად გააღვიძოთ. ასეთ შემთხვევაში მაღვიძარას სრულიად გადავიწყების საშუალება მოგეცემათ.

დღის სინათლეზე...

ერთ–ერთი მახასიათებელი დილის სექსისა გახლავთ ის, რომ დღის შუქზე რთულია ნაკლოვანებების დამალვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, წყვილს შეუძლია დღე მეტად წარმატებითა და დიდი სიამოვნებით დაიწყოს. არ ღირს დღის შუქის გამო ამ ყოველივეზე უარის თქმა, უბრალოდ ყურადღება არ მიაქციოთ არაფერს და გახსოვდეთ, რომ შესაძლოა თქვენი პარტნიორიც იმავე გრძნობით „იტანჯება“, რითიც თქვენ.

ბუნების უპირატესობები...

ბუნებამ ისე მოაწყო, რომ მამაკაცის სხეული უფრო მეტად არის მზად და სურს სექსუალური კავშირი დილის საათებში. სანამ მას სძინავს, ტესტოსტერონები გროვდება იმისთვის, რომ დღის განმავლობაში დაიხარჯოს. გაღვიძებიდან მას აქვს სამი საათი, როცა ტესტოსტერონების დონე მაქსიმალურია. ღირს ამ შანსის გამოყენება!

შხაპი ორისთის...

საყვარელ ადამიანთან ერთად შხაპის მიღებაზე სასიამოვნო რა შეიძლება იყოს! რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არსებობს გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, სივიწროვე და სხვა. სექსუალური კავშირისას მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში, რა თქმა უნდა, წყალიც დაგეხმარებათ. დღე კი დადებითად დაიწყება და ასევე პოზიტიურად განვითარდება.

სწრაფად...

დილის სექსუალური კავშირი არ უნდა გადაიზარდოს ხანგრძლივ რომანში. რეალურად, დილა საუკეთესო ვარიანტია სწრაფი სექსუალური კავშირისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ სიტუაციაში ორივე პარტნიორი ჩქარობს, ადრენალინი კი მათ საშუალებას აძლევთ, მაქსიმალური სიამოვნება განიცადონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100