სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია - პენტაგონი

უკრაინაში რუსების შეჭრა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერდა, - ამის შესახებ ინფორმაციას bbc პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს. 13 მარტს, პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრით დაშორებულ იავროვის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე გავლენა არ ჰქონია. და ამ ადგილას არ ყოფილან ამერიკელები, არც სამხედრო და არც სამოქალაქო პირები. პენტაგონის ცნობით, რუსეთის წინსვლა თითქმის ყველა მიმართულებით შეჩერებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთის ჯარებმა განზრახ შეწყვიტეს გადაჯგუფება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს უკრაინის წინააღმდეგობის შედეგია. ეს, ასევე, ეხება კიევზე თავდასხმას ჩრდილო-დასავლეთიდან გოსტომელის მხრიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100