სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისელი მოსწავლეები ღამღამობით სატანისტურ რიტუალებს ატარებენ

„პრაიმტაიმი“ სკანდალურ სტატიას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისელი თინეიჯერებისთვის ბოლო დროს მიმზიდველ გართობად იქცა „ვარდების მოედნის“ მიწისქვეშა გადასასვლელში ღამის სისხლიან რიტუალებში მონაწილეობა. როგორც გაზეთი იუწყება, მოსწავლეები მიწისქვეშა გადასასვლელის სიღრმეში, მოფარებულ ადგილას ყოველღამე იკრიბებიან და ეშმაკს ცხოველებს სწირავენ. რადგან საქმე მოზარდებს ეხება, გამოცემა არც ბავშვების ვინაობას და არც სკოლის ადგილმდებარეობას არ ასახელებს.

ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაჯგუფება „მორგების“ ერთ–ერთ წევრს, სკოლის მოსწავლეს, დედამ ჩანთაში დღიური აღმოუჩინა, რომელსაც ჯგუფის 30 წევრი ერთდროულად ავსებდა. მშობელმა დღიური იმ სკოლაში წარადგინა, სადაც მისი შვილი სწავლობს, რის შემდეგაც დირექტორმა საგანგებო თათბირი მოიწვია, დღიურში მოხსენიებული ბავშვების მშობლები დაიბარა და მათი შვილების საქმიანობის შესახებ უამბო.

გაგებული ამბავი მშობელთა უმრავლესობისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ერთ–ერთი მოსწავლის დედის ტქმით, დღიურში საოცრებები წერია, მაგალითად ის, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ყველამ, ვინც დღიურს ავსებს, თვითმკვლელობა უნდა სცადოს და თავი დაიზიანოს. იქვე აღწერილია, რა რეაქცია მოჰყვა ერთ–ერთი წევრის მიერ რიტუალის შესრულებისას მოკლული კატის სისხლის მიტანას სკოლაში და მის მიერ გავრცელებულ ხმებს, რომ თითქოსდა რიტუალის დროს ამ სისხლს სვამენ.

„იქ სიბნელეში ჩადიან, მოწევისა და სმის გარდა ათასგვარ რამეს აკეთებენ. ბოდიში, მერიდება ამის თქმა, მაგრამ ერთმა ბავშვმა თქვა ყველაფერი მშობელთან და მერე ამ ბავშვს პრობლემები ისევ თანატოლებმა შეუქმნეს: თურმე, ერთდროულად აქვთ ურთიერთობა ბიჭთან და გოგოსთან და მერე უნდა აირჩიონ, რომელი სჯობს. საუბარია 14,15, ა6 წლის მოზარდებზე...“ – ამბობს ერთ–ერთი მოსწავლის დედა, რომელიც შვილის გადაყვანას სხვა სკოლაში აპირებს, რადგან, მისივე სიტყვებით, ბოლო დროს საკუთარ შვილს ვერ ცნობს.

„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი მირიან ბოქოლიშვილი სტატიაში წერს, რომ სატანისტი მოსწავლეების შეკრების ადგილი „ვარდების რევოლუციის“ მიწისქვეშა გადასასვლელში, იქ სადაც ადრე ფიტულების მუზეუმი იყო განთავსებული, თავადაც მოინახულა.

„იქ ფანარის გამოყენებით ჩავედით... სარდაფში ნახავთ პენტოგრამებს, სხვადასხვა სატანისტურ წარწერებსა და სიმბოლოებს. ალკოჰოლური სასმელების ბოთლებთან ერთად ყრია დანაწევრებული ცხოველების ნარჩენები, აქა–იქ სისხლის კვალიც შესამჩნევია“, – წერს ჟურნალისტი.

„პრაიმტაიმი“ იქვე, მოგვიანებით გამოჩენილ მოზარდს, ნათიასაც ესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ სარდაფში ღამღამობით „სატანისტები“ „გოთები“ და „როკერები“ იკრიბებიან და კატებს თუ სხვა ცხოველებს კლავენ. „ოთახები სავსეა მკვდარი ცხოველებით, ფეხიც რამდენჯერმე დამიდგამს... არაფერს არ გამოვხატავთ ამით, „პროსტო“, ვკაიფობთ...“

მომზადებულია "პრაიმტაიმის" მიხედვით.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100