ბასილ კობახიძე: პატრიარქი არამარტო მედვედევს, შესაძლოა, პუტინსაც შეხვდა
რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე მიიჩნევს, რომ რუსეთიდან დაბრუნებულ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ქართველი საზოგადოების „მოაზროვნე და ნამდვილმა პატრიოტმა“ წარმომადგენლება აეროპორტში საპროტესტო აქცია უნდა დაახვედრონ.
როგორც კობახიძემ ტრიბუნა.გე-ს განუცხადა, ჯერჯერობით საპროტესტო აქციის მხოლოდ იდეა არსებობს და გაიმართება თუ არა იგი, უცნობია.
„მე ეს იდეა გამოვთქვი და ჯერჯერობით რეალური კონტური ამას არ აქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მნიშველოვანია და იმის გამოვლინება იქნება, რომ არიან ჩვენს საზოგადოებაში ადამიანები, რომლებიც არ არიან ზომბირებულნი იმ ფსევდოპატრიოტული რელიგიური სლოგანებით, რომლითაც საზოგადოებას ეკლესია და მედია კვებავს. აქცია იმის დასტური იქნება, რომ საზოგადოებაში არიან მოაზროვნე და ნამდვილი პატრიოტი ადამიანები. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენი საზოგადოება არის ცოცხალი და არაზომბირებული მონების ერთიანობა“, - ამბობს ბასილ კობახიძე.
საპროტესტო აქციის მთავარ მიზეზად კობახიძე პატრიარქის რუსეთში ვიზიტსა და იქ გამართულ შეხვედრებს ასახელებს. იგი პატრიარქის რუსეთში ვიზიტს უარყოფითად აფასებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს ფაქტი კრემლს აძლევს საშუალებას, ეფექტიანად გამოიყენოს „ერთმორწმუნეობის მითი“.
„პატრიარქის რუსეთში ვიზიტი არის აბსოლუტურად უარყოფითი მოვლენა ისევე, როგორც მისი წინავიზიტი უკრაინაში, კიევში. ორივე ვიზიტი სრულად ჯდება კრემლის იმ პოლიტიკურ კონტექსტში,რომელიც მას აქვს საქართველოს მიმართ. ერთმორწმუნეობის შესახებ მითი არის აბსოლუტურადპოლიტიკური სლოგანი, რომელსაც კრემლი ძალიან ეფექტიანად იყენებს არამარტო საქართველოსთან, არამედ სხვა ე.წ. მართლმადიდებლური ქვეყნები მიმართ, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა,ბულგარეთი, სერბეთი და ა.შ.“, - აღნიშნავს კობახიძე.
ასევე, მას საგულისხმოდ მიაჩნია, ის ფაქტი, რომ რუსეთის საპატრიარქომ მხოლოდ იმ მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები მიიწვია, რომლებიც მოსკოვის სატელიტებად მიიჩნევიან.
„რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილეც რელიგიურ-პოლიტიკური ღონისძიებაა და ასევე, საგულისხმოა, რომ იქ მიწვეულნი იყვნენ სწორედ ის მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც მოსკოვის სატელიტებად მიიჩნევნიან. კერძოდ, პოლონეთის, სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის. ღონისძიებაზე არ იყვნენ მიწვეულნი კონსტანტინოპოლის პატრიარქი, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი და ალექსანდრიის პატრიარქი“, - აცხადებს კობახიძე.
გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ ვიზიტის შესახებ საპატრიარქო არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, როცა ამტკიცებდნენ, რომ პატრიარქი რუს პოლიტიკოსებს არ შეხვდებოდა.
„შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტის დაწყებამდე საპატრიარქო ბოლომდე ცრუობდა მედიის წინაშე და ამტკიცებდა, რომ რუს პოლიტიკოსებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან არანაირი ოფიციალური შეხვედრები არ იყო დაგეგმილი. თუმცა, პატრიარქი პირველ დღეს შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებთან. შემდეგ იყო პატრიარქის შეხვედრა მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძრის დარბაზში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ვიზიტთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ოფიციალურ ტყუილებს, შესაძლოა დავუშვათ, რომ შეხვედრა მოხდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთანაც, რადგან ის იმავე პერიოდში, იმავე შენობაში იმყოფებოდა“, - აცხადებს კობახიძე.
კობახიძე გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ პატრიარქის ვიზიტმა შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება გამოიწვიოს, რადგან, მისი აზრით, რუსეთისთვის „ურთიერთობის ნორმალიზება“ საქართველოს მის პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნებაა.
„რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ყველა ნორმალური ადამიანის სურვილია, მაგრამ ისეთიპოლიტიკის პირობებში, როგორიც კრემლს აქვს, ერთადერთი „ნორმალიზება“ მხოლოდ მაშინ არისშესაძლებელი, თუ საქართველო რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნდება. სწორედ ამ პროცესისშემადგენელი ნაწილია რელიგიურ-პოლიტიკურ-იდეოლოგიური დივერსია. კერძოდ,მართლმადიდებლური კავშირი ორ ერს შორის. სწორედ ეს აღნიშნა მედვედევმაც, როცა თქვა, რომ ეს არის ისეთი დუღაბი, რომელსაც ვერავინ დაანგრევს. სხვათა შორის, ხშირად იმეორებენ რუსი პოლიტიკოსები თუ საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ პროპაგანდისტულ სლოგანს. შესაბამისად, ვიზიტით „ნორმალიზებას“ ან რამე დადებით შედეგს არ უნდა ველოდეთ, რადგან რუსეთისაქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის პროცესს აწარმოებს, რაშიც, სამწუხაროდ,მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, საკუთარი ქადაგებითადა სწავლებით და ეს ვიზიტიც სწორედ ამ კონტექსტში ჯდება“, - განაცხადა კობახიძემ ტრიბუნა.გე-სთან საუბრისას.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის კირილის 65 წლისიუბილესთან დაკავშირებით 19 ნოემბერს გაემგზავრა. პატრიარქმა 20 ნოემბერს, მოსკოვში, მაცხოვრისსახელობის ტაძარში შესრულებულ ლიტურგიაში მიიღო მონაწილეობა.
იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაციას, პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისადა ბულგარეთის ეკლესიებს წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უმასპინძლა. ილია მეორე საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდება. მანამდე კი, 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვას აღავლენს და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ლევან ნასრაშვილი, tribuna.ge
p.s. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის ამსახველი ტექსტური და ფოტომასალა "დრონი.ჯი"-მაც გამოაქვეყნა. სტატიის წაკითხვა აქ შეგიძლიათ.
კომენტარი