თაკო ჩარკვიანს COVID-19 დაუდგინდა
თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, "სტრატეგია აღმაშენებლის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ინფექციაზე ლაბორატორიულად დადასტურებული პასუხი დღეს მიიღო.
ამით სავარაუდოდ გაიზარდა პარლამენტის წევრის ვირუსის გავრცელების ჯგუფი. ერთ-ერთი ვერსიით, თაკო ჩარკვიანს COVID-19 სავარაუდოდ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო.
"2 სექტემბერს ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი და მიკროფონი, რომელიც ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს ეკეთა, შემდეგ მე გამიკეთეს. სხვა შეხება მასთან არ მქონია, ის მეორე მხარეს გავიდა და მე მეორე მხარეს. არატიპიური სიმპტომები მქონდა, ხველება არ მქონია თავიდან, მაგრამ შემდეგ ხველა ძალიან გამიმწვავდა. გუშინწინ სასწრაფო მყავდა, მაღალი სიცხე არ დამიფიქსირდა, 37.3 მქონდა მაგ დროს. ჩემთან ერთი ძალიან დიდი პრობლემაა, მე მყავს დეიდა, რომელთანაც ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს," - აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.
კომენტარი