სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ 48 საათის განმავლობაში არ გააჩენს, ექიმები იძულებულნი გახდებიან, ხელოვნურად ამშობიარონ" - მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილი მალე დაიბადება

პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, კენსინგტონის სასახლის ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა შენიშნეს. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ჰერცოგინია დღე დღეზე ელოდება პატარას.

ყვითელ პრესაში იწერება იმის შესახებ, რომ მეგანს სამშობიარო ტკივილები უკვე დაეწყო, ხოლო ექიმები ხელოვნურ ჩარევას ურჩევენ მას.

"თუ 48 საათის განმავლობაში არ გააჩენს, ექიმები იძულებულნი გახდებიან, ხელოვნურად ამშობიარონ" - ნათქვამია სტატიაში. ექიმები ცდილობენ თავი დაიზღვიონ და სამეფო ოჯახის მომავალი წევრი უსაფრთხოდ ამოიყვანონ დედის მუცლიდან.

ექიმების განმარტებით, 35 წლის ზემოთ ქალს მშობიარობა შედარებით უფრო უჭირს და ამიტომ, საჭიროა 37 წლის მარკლს საკეისრო კვეთა ჩაუტარონ, რათა მოსალოდნელი გართულებები აიცილონ თავიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100