სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - მე ვერ მხედავთ ბანერებზე? მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ
მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ საარჩევნო ბანერებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
"მე ვერ მხედავთ? მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია. ვნახოთ, სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ძველი სურათი ნაკლებად მოსწონდა და ახალი საარჩევნო ბანერები უფრო ევროპული სტილისაა.
„პირველი ტურის დროს მეგონა, რომ ჩემი სურათი ძალიან ბევრი და დიდი იყო. ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს, მე ეს სტილი უფრო მომწონს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარი