სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვიდად მოაგვარეთ ყოველდღიური საქმეები. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. განსაკუთრებით, ბავშვებთან ურთიერთობისას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან.

კურო
დღის პირველი ნახევარი მშვიდ გარემოში გაატარეთ. შეიძლება ჩანაფიქრი ახალი მეთოდებით ან ახალ პარტნიორებთან ერთად განახორციელოთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
მოერიდეთ კონფლიქტს პარტნიორებთან, ნათესავებთან. გაფრთხილდით და დაკვირვებულად იმოქმედეთ, რომ არავინ მოგატყუოთ. შეამცირეთ კონტაქტი უფროსთან.

კირჩხიბი
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტად დაისვენეთ, ნუ დაიტვირთავთ თავს რთული ვალდებულებებით.

ლომი
მშვიდ, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ დღე. მეტად გაინებივრეთ საკუთარი თავი სასიამოვნო საქმიანობით, თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით.

ქალწული
ნუ ააგებთ გრანდიოზულ გეგმებს, ნუ შეეჭიდებით რთულ პროექტებს. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას. ნუ მიიღებთ მძიმე საკვებს, ალკოჰოლს.

სასწორი
მოსალოდნელია განწყობის ცვლილება, მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს; ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს.

მორიელი
იყავით ღიმილიანი და გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მარტოხელებს საღამოს რომანტიკული ნაცნობობა ელით. დაქორწინებულებმა რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ მეუღლეს.

მშვილდოსანი
აკონტროლეთ პარტნიორები, რათა მოტყუებული არ დარჩეთ. მოერიდეთ კამათს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა დღისთვის გადადეთ შეხვედრა უფროსთან.

თხის რქა
ნუ გექნებათ დიდი მოლოდინი და იმედი აღარ გაგიცრუვდებათ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

მერწყული
გაგიმძაფრდებათ ინტუიცია. კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, თუმცა, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

თევზები
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას და ეცადეთ, საღამო ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100