სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქმა საქართველოში მშვიდობის სუფევის პარაკლისი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში მშვიდობის სუფევისთვის პარაკლისი გადაიხადა.

"შევთხოვ უფალს, რომ მშვიდობა სუფევდეს, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში", - ბრძანა პატრიარქმა პარაკლისის დასრულების შემდეგ.

დღესვე, ილია მეორემ ღვთისმსახურებს კურთხევა მისცა, რომ საქართველოს მშვიდობისთვის ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მაცხოვრის, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა მოწამეთა სახელზე პარაკლისი აღავლინონ.

სამების წინ შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი კი, რომელიც პარაკლისს დაესწრო, მეტეხის ხიდისკენ დაიძრა, საიდანაც, ანტიქრისტიანული ძალებისგან დასაცავად, დედაქალაქის შემოლოცვა იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100