სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოსო არჩვაძე: „უნდა მივუსამძიმროთ ლუდის მსმელებს და მწარმოებლებს“

ლუდის მწარმოებლები უარყოფითად აფასებენ გადაწყვეტილებას ლუდზე აქციზის 50% გაზრდის შესახებ, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 მარტიდან შევა.

„არ გამიძვირო ლუდი!“ - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, “ზედაზენის“ კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ და „კასტელ საქართველოს“გენერალურმა დირექტორმა ლევან ზაუტაშვილმა იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც ლუდზზე აქციზის გაზრდას შეიძლება მოყვეს

2014 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი” (მოგვიანებით ბიუჯეტიც) დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე) და ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.

გახდება თუ არა მიღებული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული წარმოებისთვის? - ამ კითხვით ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძეს მივმართეთ.

„ამერიკელებს აქვთ ასეთი ხუმრობა - ამერიკის ეკონომიკა ვითარდება ღამით, როცა მთავრობას სძინავს. ყველაზე იდეალური იქნებოდა, გადასახადები რომ არ არსებობდეს, მაგრამ სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს. საკითხი უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში რასაც ჰქვია - მთლად კარგი ცხოვრებით არ არის ეს გამოწვეული. ბიუჯეტს უნდა მეტი შემოსავალი იმისთვის, რომ თავისი გაზრდილი ვალდებულებები შეასრულოსს. ამის დაფარვის ერთადერთი წყარო არის გადასახადები. იყო დრო მე-17, მე-18 საუკუნემდე, როცა აქციზების გადასახადი იყო ბიუჯეტის შემოსავლის ძირითადი წყარო. სხვადასხვა სახის გადასახადები შემდგომ გაჩნდა. უნდა მივუსამძიმროთ ლუდის მსმელებს და მწარმოებლებს.

- საქართველოს მთავრობამ ცვლილებების მოთხოვნით მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმოებლების უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა. როგორ შეფასებას მისცემდით სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი ასე მიდგომას და შეიძლება თუ არა ეს გახდეს უარყოფითი სიგნალი პოტენციური ინვესტორებისთვის?

- საგადასახადო თემატიკა იმდენად სათუთი და დელიკატურია რომ იქ ნებისმიერი ცვლილება და ჩარევა განსაკუთრებით განაკვეთების ცვლილება გაზრდის მიმართულებით, ძალზე იშვიათად უნდა ხდებოდეს და წინასწარ ეცნობებოდეთ, მაგალითად 1 წლით ადრე. რაც უფრო ადრე მით უკეთესია. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ბიზნესს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა. მას უნდა ჰქონდეს დრო იმისთვის რომ დაფიქრდეს სურს თუ არა ამ საქმიანობაში დარჩენა, თუ გასვლა ბაზრიდან და სხვა სფეროში მოღვაწეობის გაგრძელება.

- საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თანახმად, აქციზური გადასახადი ლუდზე უნდა შეადგენდეს 100 ლიტრზე მინიმუმ 8.5 ევროს. დღეს საქართველოში იგი უკვე შეადგენს 18.5 ევროს და აღემატება ევროკავშირის 12 ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს (მათ შორის, გერმანიას და ჩეხეთს). დაგეგმილი ზრდის შემდეგ საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანას და ლუდზე აქციზური გადასახადის ღირებულება გაუტოლდება ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების მაჩვენებელს, სადაც ანალოგიური გადასახადის მოცულობა მაქსიმალურია. ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების გათვალისწინებით როგორ შეაფასებდით ფინასთა სამინისტროს მიერ გატარებულ პოლტიკას?

- 90 იანი წლების შუამდე ქართული ლუდი გამქრალი იყო შიდა ბაზარზე და ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი მთლიანად დაკავებული იყო ბულგალური, რუსული და თურქული ლუდით. ეს კანონი თანაბრად ეხება როგორც ადგილობრივ ისე იმპორტირებულ პროდუქციას. ადგილობრივ კომპანიებს აქციზის კუთხით უფრო მეტად რთული გზა ექნებათ გასავლელი, ვიდრე იმპორტიორებს. იმპორტიორს თუ არ მოეწონება პირობები აღარც შემოიტანს საქართველოში, თუმცა ძალზე ძნელია აქ აწყობილი ბიზნესის და წარმოების დახურვა ან პროფილის ცვლა.

- გამოდმინარეობს თუ არა ლუდზე აქციზის გაზრდის მოთხოვნა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებიდან?

- ევროკავშირის შიგნითაც კი დამატებითი ღირებულების გადასახადი განაკვეთი მერყეობს 17-22 პროცენტს შორის. ერთნაირი განაკვეთი ევროკავშირის ქვეყნებშიც არ არის. იმის აუცილებლობა რომ ყველაფერზე ერთნაირი განაკვეთი იყოს, არ არსებობს. იგივე სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის რომ აქციზის განაკვეთი თანაბარი იყოს ეკონომიკურ შინაარსს მოკლებულია და ამას არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

- გაყიდვების დაახლოებით თანაბრად შემცირებას? თუ იცნება ცალკეული კატეგორიები, რომლებსაც ეს შემცირება ნაკლებად შეეხება?

- გადასახადი იქნება ორივესთვის ერთნაირი. რამდენად ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამისთვის მთლიანი ხარჯები უნდა გავითვალისწინოთ, ის თუ რამდენად იაფი უჯდება უკრაინელ მწარმოებელს შემოტანა და ქართულ ბაზარზე გამოჩენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100