ლიმონის ტორტი
მასალა:
ცომისათვის
200 გრამი ფქვილი
ცოტა მარილი
1 არასრული ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
100 გრამი მარგარინი
1-2 სუფრის კოვზი წყალი
შიგთავსისათვის
4 ცალი კვერცხი
3 ლიმონის წვენი
1-2 ცალი ლიმონის ცედრა
200 გრამი შაქარი
2 სუფრის კოვზი კარტოფილის ფქვილი
3 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა
ცომისათვის საჭირო კომპონენტები სწრაფად შევურიოთ ერთმანეთს და დავდგათ სიცივეში 1 საათით. მიღებული ფხვიერი ცომი გავაბრტყელოთ თხელ ფირფიტად და მოვათავსოთ ფორმაში, ცომის კიდეები ავწიოთ. ვაცხოთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში მანამდე, სანამ ცომი ღია ყავისფერი არ გახდება.
კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ ორთქლიან ჭურჭელზე, დავამატოთ ლიმონის წვენი, ცედრა, კარტოფილის ფქვილი და გავაგრძელოთ თქვეფა საკმაოდ სქელი კრემის წარმოქმნამდე. კრემი დავასხათ ცომს. ცილა ავთქვიფოთ 2 სუფრის კოვზ შაქრის ფხვნილთან ერთად. ეს მასა წავუსვათ ლიმონის ტორტის ზედაპირს. ტორტი გაცხელებულ ღუმელში შევდგათ და ვაცხოთ 8-10 წუთის განმავლობაში. ტორტი გავაფორმოთ ათქვეფილი ნაღებით ან არაჟანით.
კომენტარი