სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კბილების გათეთრების ნატურალური საშუალებები

დღესდღეობით არსებობს უამრავი კბილების გათეთრების საშუალება. ყველაზე პოპულარული კი სტომატოლოგიური ჩარევაა, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და ასევე შესაძლოა დააზიანოს კბილის ემალი. ამიტომ სტომატოლოგები, მუდამ გვირჩევენ ინტენსიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი საშუალებები კბილების გასათეთრებლად, რომლებიც არ დააზიანებენ ემალს და დაგვეხმარებიან პრობლების გადაჭრაში.

1) ბოსტნეული

ბოსტნეული სახეობები როგორებიცაა მაგალითად, სტაფილო, კიტრი, ბროკოლი და კიტრი, საუკეთესო საშუალებაა კბილების გასათეთრებლად. მათი უხეში ზედაპირი კბილებზე ისე მოქმედებს, როგორც პატარა კბილისჯაგრისი. ბოსტნეულით თუ გაიხეხავთ კბილებს, ისინი მოგაშორებენ საჭმლის ნარჩენებს და ლაქებს და ამასთანავე უფრო ჯანმრთელს და ძლიერს გახდიან თქვენს კბილებს

2) მარწყვი

მომდევნო იაფი და ნატურალური კბილის გამათეთრებელი საშუალება არის მარწყვის პიურე, მაგრამ ეცადეთ მოაშოროთ "კურკები" რომელიც მარწყვს გარედან აქვს, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ემალი. კბილის ჯაგრისზე წაუსვით მარწყვის პიურე და უფრო კარგი ეფექტის მისაღებად დააყარეთ ძალიან მცირე რაოდენობით სოდა. გაიხეხეთ კბილები ამ ნაზავით და ამის შემდეგ გაიხეხეთ კბილის პასტით.

3) ლიმნის წვენი

ლიმნის წვენის საშუალებით კბილების გათეთრება, ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია, რომელსაც დღეს ბევრი მიმართავს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ამ მეთოდით კბილის ხშირად გათეთრებამ, შეიძლება ემალი დააზიანოს, რადგან როგორც მოგეხსენებათ ციტრუსებში არის მჟავა. იმისათვის რომ არ დაიზიანოთ კბილის ემალი, საჭიროა მხოლოდ ლიმნის რამოდენიმე წვეთი კბილის ჯაგრისზე და ნაზი გახეხვა. არ გამოიყენოთ ეს მეთოდი ხშირად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100