სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკვერში პატარა გოგონას გარდაცვალების მიზეზი საქანელას დაჯახება გახდა

უბედური შემთხვევა მოხდა სევასტოპოლში - ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშო სკვერში 9 წლის გოგონას საქანელა მთელი ძალით დაეჯახა, რამაც თავის მძიმე ტრავმა გამოიწვია - აღნიშნული ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, 2009 წელს დაბადებული მოზარდი თავად იჯდა საქანელაზე და დიდი სისწრაფით ქანაობდა, რის შედეგადაც გადმოვარდა იქედან და საქანელაც თავში მოხვდა.
გოგონა 9 დღე იწვა რეანიმაციულ განყოფილებაში და სიკვდილს ებრძოდა, თუმცა თავის ტრავმა იმდენად ძლიერი იყო, რომ საბოლოოდ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100