სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 ივნისს იოგა საერთაშორისო დღე აღინიშნა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ იოგის ვარჯიშს საქართველოც შეუერთდა

21 ივნისს, რიყის პარკში თბილისში იოგას საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, იოგას საერთაშორისო დღეს თბილისში საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. მისმა მონაწილეებმა სოლიდარობა გამოხატეს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ღონიძიებაზე ინდოეთის ელჩის ინიციატივით მოხდა თანხების შეგროვებაც, რომელიც ასევე დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა.

21 ივნისს რიყის პარკში ჩატარებული ღონისძიება უნიკალური იყო და იოგას დღე ერთდოულად უამრავ ქვეყანასა და ქალაქში ჩატარდა. რიყის პარკში პარარეულარდ ჩატარდა იოგას წამყვანი სპეციალისტების მიერ ორგანიზებული სემინარები, მასტერ-კლასები და ლექციები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. მოეწყო გამოფენა, სადაც თავის პროდუქციას წარადგინეს კომპანიებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ღონისძიებას დაესწრენენ ინდოეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში - სურეშ ბაბუ, თბილისის ვიცე მერი - ირაკლი ლექვინაძე, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველო მოქმედი ინდური კომპანიები.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მიუხედავად მძიმე დღეებისა საქართველომ ჩვეული სტუმართმოყვარეობით უმასპინძლა გაეროს მიერ აღიარებულ იოგას საერთაშორისო დღეს. მიუხედავად არსებული პირობებისა ანანდა ცენტრთან, საქართველოში გაეროს წარმოამდგენლობასთან და თბილისის მერიასთან ერთად, შევძელით ჩატარებულიყო იოგას მსოფლიო დღე. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოც შეუერთდა მსოფლიო ღონისძიებაც, რომელიც გინესების რეკორდების წიგნში დაფიქსირდა, როგორც ყველაზე მასშტაბური იოგის ვარჯიში“.- განაცხადა ინდოეთიე ელჩმა სურეშ ბაბუმ.

პროექტის კოორდინატორის მაიკო ჩიტაშვილის განხადებით ღონისძიება მერიის უდიდესი ძალისხმევით ჩატარდა და მთლიანი თანხა, რაც ღონისძიების განმავლობაში სპონსორებისა და მონაწილეების მიერ შეგროვდა 13 ივნისს დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხა.

თბილისში იოგას დღის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან ინდოეთის საელჩო საქართველოსა და სომხეთში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, თბილისის მერია და საქართველოში მოქმედი იოგას წამყვანი ცენტრები.

იოგას საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ის გაეროს მიერ აღიარებული დღეების ჩამონათვალში შევიდა. მასტერ-კლასები, სემინარები და გამოფენები ერთდროულად გაიმართება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ღონისძიება დაფიქსირდება გინესის რეკორდების წიგნში, როგორც იოგას ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური ვარჯიში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100