სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გორში 17 წლის ახალგზარდა გარდაცვლილი იპოვეს

გორში 17 წლის ახალგზარდა გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გორი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე, სოფელ ხელთუბანთან მოხდა. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. როგორც ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 18 წლის ახალგაზრდამ ახლობელს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო.

მეორე ვერსიით კი, ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის საფუძველზე დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100