სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იაპონიაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ახალი წყაროებია მოძიებული

ხვალ იაპონია-საქართველოს ასოციაცია "ბერიკაბუკი", საქართველოს გერმანელთა ასოციაცია "აინუნგი" და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საზოგადოებას იაპონიაში მომხდარი უპრეცედენტო სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად მათ მიერ მოძიებული ახალი წყაროების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირების კულტურის სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

გარკვეული სამუშაოები იაპონელთა დასახმარებლად უკვე ჩატარებულია.

პრესკონფერენცია საქართველოში იაპონიის ელჩის მასაიოში კამოჰარას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა (გია) გვაზავას და გერმანელთა ასოციაცია "აინუნგის" წევრთა მონაწილეობით გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100