სასუქი მარიხუანასთვის
არიზონას შტატში უჩვეულო მაღაზია გაიხსნა, რომელშიც სპეციალურად მარიხუანასთვის განკუთვნილი სასუქი იყიდება. აქვე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია მცენარის გამრავლებისთვის საჭირო ნოყიერი ნიადაგი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავად მარიხუანა მაღაზიაში არ იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი დხარ მანი აცხადებს, რომ იქ ყველაფერია იმისათვის, რომ ადამიანებმა „სასარგებლო წამალი მოიყვანონ“.
აღსანიშნავია, რომ არიზონაში მარიხუანის მოხმარება კანონით ნაწილობრივ ნებადართულია. მისი მოხმარება სიმსივნითა და ალცჰაიმერის სინდრომით დაავადებულებს შეუძლიათ.
კომენტარი