23 წელი გალიაში: ჩინელი ბიჭის სულისშემძვრელი ისტორია (+ფოტო)
გონებრივად ჩამორჩენილი ჩინელი ბიჭი დღეს 23 წლისაა და მან მთელი ცხოვრება... გალიაში გაატარა. იუნ ვეი, რომელიც ჩინეთის სამხრეთ პროვინცია გუანსში, სოფელ გონგჩუანში ცხოვრობს, თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა და არც საირული შეეძლოა, არც საუბარი: ერთადერთი, რაც მან იცის, ხოხვაა.
მისი მშობლები ამბობენ, რომ ბიჭის გალიაში ჩასმა მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, თანაც, მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხა არა აქვთ.
ბიჭის მამა სახლიდან მოშორებით მუშაობს, ამიტომაც, არა აქვს საშუალება, მას მიხედოს. დილიდან გვიან საღამომდე მუშაობს იუნ ვეის დედინაცვალიც, მთელი ამ დროის განმავლობაში კი ბიჭი გალიაშია ჩაკეტილი, თუმცა, მეურვეების დაბრუნების შემდეგაც იგი გალიიდან არ გამოჰყავთ - დაღლილებს მხოლოდ საჭმელი მიაქვთ და გალიაშივე უდგამენ, მერე კი დასაძინებლად წვებიან, რათა მძიმე სამუშაოს წინ კარგად გამოიძინონ.
ვეის მსგავს დღეში ჩინეთში უამრავი მოზარდი და უნარშეზღუდული სრულწლოვანი ცხოვრობს. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა სოფლებში, სადაც სიღატაკე მეფობს და სახელმწიფო სახსრები მსგავსი შემთხვევებისთვის გამოყოფილი არ არის.
კომენტარი