სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაბრუნდება თუ არა "სანი" ჩემი ცოლის დაქალებში და შეყვარებულია თუ არა 21 წლის მსახიობი - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ გიორგი ტაბიძესთან

თეატრალურის მესამე კურსის სტუდენტმა, 21 წლის მსახიობმა გიორგი ტაბიძემ, მეამბოხე ბიჭის სახის შექმნას თავი ისე კარგად გაართვა, რომ მალე დაიმსახურა მაყურებელის სიყვარული. ამიტომაც, სერიალიდან მისი გმირის გაქრობამ, ბევრ ადამიანს გული ძალიან დასწყვიტა.

დრონი.ჯი მსახიობის სერიალიდან გაქრობის მიზეზით, მისი პირადი ცხოვრებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა, ნიჭიერ და სიმპათიურ მსახიობ გიორგი ტაბიძესთან.

- გიორგი ჩემი ცოლის დაქალებშიმოხვედრამდე შენ მონაწილეობას იღებდი ფილმშიჩემი ბედნიერი ოჯახი - როგორ ფიქრობ, ეს ფილმი ისეთივე წარმატებული იყო შენს ცხოვრებაში, როგორცსანისროლი?

- წარმატების მხრივ, ფილმმა უფრო მეტი წარმატება მომიტანა, ბერლინალეს კინოფესტივალზე გავედით, ასევე სხვა საერთაშორისო პრიზები ავიღეთ. ფილმი დამეხმარა იმაში, რომ თუნდაც ამ სერიალში მოვხვდი. „სანის პერსონაჟმაც მომიტანა წარმატება და ჩემი ცოლის დაქალები“, რომ არ ყოფილიყო, ალბათ ხალხის ცნობადობაც არ მექნებოდა, წარმატებასაც ვერ მივაღწევდი, როგორც ახლა, მაგრამ პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ ფილმი იყო.

- შენი აზრით, სამსახიობო კარიერის რა ეტაპზე ხარ?

- დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია და უფრო მეტ პროქტზე ვიმუშავებ მომავალში.

- გამოჩნდები თუ არაჩემი ცოლის დაქალებშიდა ექნება თუ არა შენს გმირს გაგრძელება?

- მაზე პასუხი არ მაქვს, ზუსტად მეც არ ვიცი.

- გული დაგყდა, როდესაც სანის წასვლა მოუწია?

- მინდა მაყურებლისთვის მოსაბეზრებელი გავხდე, რა თქმუნდა იყო გულის წყვეტა, ჩემი პირადი საქმეების გამო მომიწია რაღაც პერიოდი უარი მეთქვა სერიალზე და ამის გამო ძალიან მწყდება გული.

- გყავს თუ არა სინამდვილეში გლდანელი ძმაკაცები?

- გლდანელი არა თემქელები კი. (იცინის)

- „ჩემი ცოლის დაქალებშიგამოჩენის დღიდან გოგოების ყურადღება მიიპყარი, ეს გათამამებს?

- არა სხვათაშორის, ისევ ისეთი ვარ, როგორიც მანამდე ვიყავი. მოიმატეს თაყვანისმცემლებმა, მაგრამ ჩემში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთ ურთიერთობას ვიჭერ, როგორც აქამდე.

- ახლა რითი ხარ დაკავებული?

- ახლა სამი პრემიერისთვის ვემზადები თეატრებში.

- ხარ თუ არა შეყვარებული?

- არა, ჩემი გული თავისუფალია. (იცინის)

- როგორ ქალებს ანიჭებ უპირატესობას?

- კონკრეტული პასუხი არ მაქვს ამ კითხვაზე, მაგრამ გარეგნულად შავგრემან გოგოებს ვანიჭებ უპირატესობას, მომწონს გოგოს როცა განსხვავებული თვალის ჭრილი აქვს, თვალებზე ვგიჟდები. აუცილებელია ურთიერთობაში პატივისცემა და ნდობა. არ მომწონს აცანცარებული გოგოები, რომლებიც ზედმეტად გაწუხებენ. მირჩევნია გოგომ ერთი საათის განმავლობაში ხმა არ ამოიღოს და ერთი რამე თქვას ჭკვიანური, ვიდრე ლაპააკობდეს სულ და თან სისულელეებს. ამოუცნობი გოგოები მომწონს და ვიწყებ მათთან ურთიერთობას, როცა არ გაჩვენებს შენს ნამდვილ სახეს და შენ უნდა გამოიძიო, მაგრამ ისიც თუ ხვდები რო გამოძიებად ღირს.

- სექსი თუ სიყვარული?

- სიყვარული წარმოშობს საყვარელ ადამიანთან ზუსტად ამ ურთიერთობას და ეგრეც უნდა იყოს. უბრალო სექსი, რა თქმა უნდა, სიყვარულს არ ჯობია. რა არის იმაზე უკეთესი, როცა ადამიანი გიყვარს და ყოველდღიურ სიამოვნებას იღებ მასთან ურთიერთობით.

- ჩვენ ვიცით, რომ სამი წელი იყავი შეყვარებული. რა შეგიძლია მოგვიყვე ამ ურთიერთობაზე და რატომ მოხდა თქვენი დაშორება?

- ძალიან კარგი სამი წელი გავიარე ამ ადამიანთან ერთად, უბრალოდ ბოლოს საერთო შეცდომების გამო მოხდა ჩვენი დაშორება, ბევრი რამე ვისწავლე ამ ურიერობაში, შეცდომებზეც ვისწავლე.

- ახლა რატომ ხარ უცხოეში და სად ხარ კონკრეტულად?

- ახლა ჩეხეთში, კონკრეტულად პრაღაში ვარ, უბრალოდ დასვენების მიზნით.

- უმზადებს თუ არა ახლო მომავალში ქართველ მაყურებელს სიურპრიზს გიორგი ტაბიძე?

- ჯერჯერობით არა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100