სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვისგან იქირავა ოფისი "ქართულმა პარტიამ"?

დღეს, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, ნდობადაკარგული სახეებით დაკომპლექტებულმა "ქართულმა პარტიამ", მედიის წარმომადგენლებს სათაო ოფისის ჩვენება მოუწყო. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა გუნცაძემ ჟურნალისტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები გააცნო. პარტიის პრესსამსახურს ნინო ძაგნიძე, ხოლო საზოგადოებრივ მიმღებს – თამაზ გამცემლიძე უხელმძღვანელებს.
დგფდჰდფჰდფგფჰფგ
გუნცაძისვე თქმით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 24 ნოემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. რაც შეეხება პარტიულ თანამდებობებს, ,,ოქროს” პოლიტიკური ძალა, ამ ინფორმაციას, რატომღაც, დღემდე საგულდაგულოდ ასაიდუმლებს. გუნცაძის თქმით, პარტიაში ლიდერთა პოზიციის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებისთვის 24 ნოემბერს დაგეგმილ ყრილობაზე გახდება ცნობილი. "ქართული პარტია" პოლიტიკურ გუნდს კი, საზოგადოებას 12 ნოემბერს წარუდგენს.
დგფდჰდფჰდფგფჰფგ
"ქართული პარტიის" დღეს გამართულმა ღონისძიებამ, მოლოდინის მიუხედავად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ჩაიარა. დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ მიწვეულები. თუმცა, ჟურნალისტებისთვის არცერთი პოლიტიკური განცხადება არ გაკეთებულა.
დგფდჰდფჰდფგფჰფგ
პარტიის სხვა ლიდერებმა, ლევან გაჩეჩილაძემ და სოზარ სუბარმა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხებისგან თავი შეიკავეს. ერთადერთი კომენტარი ეროსი კიწმარიშვილმა გაიმეტა. კიწმარიშვილის კომენტარი ოფისის მფლობელის ვინაობასა და ქირას ეხებოდა, თუმცა ქირის რაოდენობის დაზუსტებისგან მან თავი შეიკავა. კიწმარიშვილის თქმით, ოფისი ისრაელის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელსაც ქირას საბაზრო ფასის მიხედვით უხდიან.

საინტერესოა, რა თანხას უხდიან ე.წ. ისრაელის მოქალაქეს "ქართული პარტიის~ ლიდერები, და საერთოდაც, საიდან აქვთ თანხები, ვინ აფინანსებს მათ პოლიტიკურ ძალას? აი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ქართული პარტიის ლიდერებს შეუძლიათ, და "დრონი.ჯი"-ს არაერთხელ მიუმართავს მათთვის ამ კითხვით, თუმცა ისინი ამ საკითხზე საუბარს რატომღაც ჭირივით გაურბიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100