სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ გაჰყვეთ ცოლად თქვენზე ნაკლებ კაცებს... ნაკლებს ინტელექტუალურად, გარეგნულად, შესაძლებლობებით" - ქეთი დევდარიანი ჩცდ-ს რეზონანსულ სერიასა და ფემიციდზე

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფე­მი­ცი­დის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი ზე­დი­ზედ მოხ­და. ყვე­ლა შემ­ხვე­ვა­ში მოძ­ლა­დე იყო ქმა­რი ან ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი. სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" სცე­ნა­რის­ტი ქეთი დევ­და­რი­ა­ნი, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, სე­რი­ალ­ში შე­ი­ტა­ნოს ის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი და პრობ­ლე­მუ­რია, რა­საც, რო­გორც წესი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერთ სე­რი­ა­ში ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის პრობ­ლე­მა იყო ნაჩ­ვე­ნე­ბი. კერ­ძოდ, რო­გორ იძა­ლა­და ფი­ზი­კუ­რად ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე სე­რი­ა­ლის გმირ­მა სო­სომ მის პარტნი­ორ კა­ტო­ზე. ამ ეპი­ზოდ­მა მა­ყუ­რე­ბელ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­ქმე­ბი შექ­მნა. ზოგ­მა ეს ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბად მი­იჩ­ნია, ზოგ­მაც კი ჩათ­ვა­ლა, რომ ამით ავ­ტორს უნ­დო­და პრობ­ლე­მის სიმწვა­ვე წარ­მო­ე­ჩი­ნა და მა­ყუ­რებ­ლის­თვის სწო­რი დას­კვნე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. თა­ვად სცე­ნა­რის ავ­ტორ­მა "ფორ­მუ­ლას­თან" ამ კონ­კრე­ტულ სე­რი­ა­ზეც ილა­პა­რა­კა და ზო­გა­დად ფე­მი­ცი­დის პრობ­ლე­მა და ამ კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გა­ნი­ხი­ლა. "ჩემი სე­რი­ა­ლის გა­ზი­ა­რე­ბი­სას, წა­ვა­წყდი ასეთ კო­მენ­ტარს: აი, ამ სე­რი­ა­ლის გამო, ამას რომ უყუ­რე­ბენ, ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთ­სო. ესეც თი­თის არას­წო­რად გაშ­ვე­რის პრობ­ლე­მაა. იმი­ტომ კი არ ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს, რომ ეს სე­რი­ალ­შია, იმი­ტომ არის სე­რი­ალ­ში, რომ ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. მქონ­და ნაჩ­ვე­ნე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა რო­გორ გა­და­დის ფი­ზი­კურ­ში და რო­გორ ხდე­ბი­ან მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი. მე მინ­დო­და ამ სე­რი­ით მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ზოგ­ჯერ მოძ­ლა­დეს არ ეტყო­ბა, რომ არის მო­ძა­ლა­დე, თუმ­ცა მი­ნიშ­ნე­ბე­ბი იყო, სა­ერ­თო ექა­უნ­თი გა­ვა­კე­თოთ, უჩე­მოდ ნუ ერ­თო­ბი და ა.შ. პი­რა­დი სივ­რცე ეზღუ­დე­ბო­და. ქალს როცა ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ, ის თვი­თონ შე­მოგ­თა­ვა­ზებს სა­ერ­თო ექა­უნ­თი იქ­ნე­ბა, თუ სხვა რამ. კა­ცის მო­ვა­ლე­ო­ბა ქალს თავი ისე შე­აყ­ვა­როს, რომ არ მო­უნ­დეს არ­სად გა­ხედ­ვა." - აღ­ნიშ­ნა სცე­ნა­რის­ტმა. ქეთი დევ­და­რი­ან­მა ფე­მი­ციდ­ზე სა­უბ­რი­სას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა. "ხში­რად ის­მის ზე­და­პი­რუ­ლი შე­კი­თხვა, რა­ტომ არ მი­დი­ან ეს ქა­ლე­ბი სახ­ლი­დან. და­ვი­წყებ იქე­დან, რომ უმე­ტე­სო­ბა წა­სუ­ლია და სწო­რედ ამის გამო ის­ჯე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლო ის­ჯე­ბა ქა­ლე­ბის ემან­სი­პა­ცი­ის ფა­ზა­ში, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის გამო ქა­ლე­ბი ის­ჯე­ბი­ან იმ კა­ცე­ბი­გან, რომ­ლებ­საც რე­ა­ლი­ზე­ბის პრობ­ლე­მა აქვთ. ამ კა­ცებ­საც შე­მიძ­ლია შევ­ხე­დო თა­ნაგ­რძნო­ბით, ცალ­კე რუ­სე­თით აში­ნე­ბენ, ცალ­კე ომით, ცალ­კე და­ჭე­რით, ცალ­კე სუ­სით. ეს არის არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, დას­ტრე­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­დებ­მაც ისე გა­ზარ­დეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ისე უბიძ­გებს, რომ კაცი ცო­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე გა­შო­რე­ბის მე­რეც პა­სუხს აგებს. შე­იძ­ლე­ბა ამ კაცს სა­ერ­თოდ ფე­ხებ­ზე ეკი­დოს მისი ცოლი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აძა­ლებს, რომ რე­აქ­ცია უნდა ჰქონ­დეს თუ იმ ქალს ახა­ლი რო­მა­ნი აქვს. ეს მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი, სულ ელო­დე­ბი­ან, ამას ვერ იკად­რებს, ამას ვერ გა­ბე­დავს, აი, დამ­პირ­და, გა­მოს­წორ­დე­ბა, არ არ­სე­ბობს. მო­ძა­ლა­დეს უნდა გა­ე­ცა­ლო დრო­უ­ლად. მარ­კე­სის მო­თხრო­ბა მინ­და გა­ვახ­სე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას - "გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა", სა­დაც ძმებ პედ­როს და პაბ­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ მოკ­ლას დის შემ­ცდე­ნე­ლი სან­ტი­ა­გო ნა­სა­რი. ზოგ­ჯერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აი­ძუ­ლებს მო­ძა­ლა­დეს, რომ ჩა­ი­დი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი. რა­საც ჩვენ ვა­წყდე­ბით, ეს არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფსი­ქი­კის, არას­წო­რი გაზ­რდის შე­დე­გი. ქა­ლებს მინ­და ვუ­თხრა, არ გაყ­ვეთ ცო­ლად თქვენ­ზე ნაკ­ლებ კა­ცებს. ნაკ­ლებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, გა­რეგ­ნუ­ლად, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რად­გან ეს კომ­პლექ­სე­ბი ქმნი­ან პრობ­ლე­მას. აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან. 19 მოკ­ლუ­ლი ქა­ლი­დან 17 იყო გა­შო­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ეს ზე­და­პი­რუ­ლი კე­კელ­კუ­რი გა­მოთ­ქმა, რომ გა­შორ­დეს და რაც უნდა ის ქნას... ზო­გი­ერ­თი კაცი ვერ იტანს, რომ ქალი რე­ა­ლიზ­დე­ბა, არის თვითკმა­რი. ქა­ლებ­მა იცოდ­ნენ სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი და რაც არ უნდა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყოს, დიდი ვნე­ბე­ბი, დიდი სა­დო­მა­ზო­ხიზ­მი, მა­ინც სის­ცო­ცხლის საფრ­თხის წი­ნა­შე დგა­ხარ, როცა კაცი თვლის, რომ შენ მას­ზე მეტი ხარ, აპი­რებ გაქ­ცე­ვას, გინ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა", - თქვა ქეთი დევ­და­რი­ან­მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100