"ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას" - პეტრე ცაავა
ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავას თქმით, ის რჩება ეპარქიაში მეუფე იაკობის ჩასვლამდე.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის უსამართლო.
„ერთი ვიცი, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება არის უსამართლო. მე პატრიარქისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რასაც ვამბობდი სატელევიზიო ეთერებში მისი მისამართით, არ იყო შეურაცხყოფა, არამედ ეს იყო ჩემი გულისტკივილი. მე მას ვაკისრებდი პასუხისმგებლობას საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე, და ზოგადად სინოდის მასშტაბით. ამ განჩინებაში იწერება, რომ სინოდის ორჯერ მოწვევა არის ცოტა, როცა მთელი წლის განმავლობაში პირველად მოვიწვიეთ. ანუ, არაგულწრფელია ეს ყველაფერი. როცა საუბრობ სიყვარულზე, მიტევებაზე, მშვიდობისმყოფელობაზე, ეს სიყვარული, მიტევება და ქრისტიანობა არ იყო? მესამე წელია, რაც უდანაშაულო მამაო ზის ციხეში და ვითხოვდით მის მიმართ მეტი მოწყალება გამოგვეჩინა. ვრჩები ეპარქიაში, დაველოდები მეუფის ჩამოსვლას. გადავწყვეტ, რას ვიზამ და გაიგებთ თქვენც. მეუფე გრიგოლთან კომუნიკაცია დღეს არ მქონია" - აღნიშნა პეტრე ცაავამ.
კომენტარი