სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტელეკომპანია რუსთავი 2 გუშინ მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გიორგი გაბუნიას მიერ, გადაცემა P.S.-ში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სმაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" ბოდიშს იხდის.

"მივიჩნევთ, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი ფასეულობის დასაცავად ჟურნალისტმა, თუნდაც საკუთარ საავტორო გადაცემაში საავტორო პოზიციის დაფიქსირების დროს უნდა დაიცვას არხის სარედაქციო პოლიტიკა და მაღალრეიტინგული ეთერისთვის შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები. გამოხატვის ფორმა, მათ შორის მწვავე და პროვოკაციული, დასაშვებია მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ჯდება არხის მიერ განსაზღვრულ და ზოგადად საზოგადოებაში დადგენილ ეთიკურობის ფარგლებში. მივიჩნევთ, რომ გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ არის შესაბამისობაში ჩვენი არხის მიერ დადგენილ მაღალ სტანდარტებთან და ამის შესახებ იმსჯელებს ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანო,"-ნათქვამია განცხადებაში.

სამაუწყებლო კომპანია ასევე ეხმაურება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად, მკაცრი რეაგირების შესახებ. სამაუწყებლო კომპანია პირველი პირების განცხადებებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს.

"გარდა ამისა, ტელეკომპანია კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე. წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო, ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და მით უფრო - მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეიცავს ტელეკომპანიასთან ანგარიშსწორების რეალურ საფრთხეს. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჟურნალისტის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევის განხილვის გარდა, მოახდინოს მკაცრი რეაგირება ხელისუფლების განცხადებებზე." - ნათქვამია "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100