სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მოვითხოვ არამარტო კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას“

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. როგორც ცნობილია, შვილმოკლულ მამას ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებულ საგამოძიებო სამუშაოებსა და მოპოვებულ მტკიცებულებებს გააცნობენ. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ის გამომძიებელს პირადად შეხვდება. შეხვედრა თავად ზაზა სარალიძის მოთხოვნით იმართება:

„მაინტერესებს რა ეტაპზე არის გაყალბებული საქმე და აყალბებენ თუ რას უშვრებიან კიდევ. ამის იმედი, რომ მქონოდა და რომ მქონდეს გადადგმული უნდა ჰქონდეს ნაბიჯები უკვე. ამდენი ხანი, ერთ წელზე მეტი გავიდა უკვე. ჩემი სურვილით მოვითხოვე შეხვედრა ამათთან. არამარტო ამათთან, პროკურატურასთან. ჩემმა უფლებადამცველმა გამოუგზავნა ოფიციალური წერილი. შსს დათანხმდა შეხვედრაზე, პროკურატურისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია არც შეხვედრის დასტურზე და არც უარყოფაზე. რა თქმა უნდა მოვითხოვ არამარტო კალანდიას დაჭერას, არამედ ყველა იმ გამყალბებელი პროკურორების და გამომძიებლების პასუხისგებაში მიცემას,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100