ნაადრევ თოვლსა და სუსხს აშშ–ში უკვე 13 ადამიანი ემსხვერპლა
მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ნიუ–იორკსა და აშშ–ს სამხრეთ–აღმოსავლეთის შტატებში ნაადრევი თოვლის გამო, ხოლო სტიქიამ უკვე 13 ადამიანი იმსხვერპლა სხვადასხვა შტატში, – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აშშ–ის მედიაში ვრცელდება. ათასობით მცხოვრებმა ყურად იღო პოლიციის გაფრთხილება და არ გაუშვა პატარები „ჰელოუინთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ათასობით სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი.
შეფერხებულია მოძრაობა „ნიუ ჯერსი ტრანზიტის“ გზატკეცილზე, სადაც შესაბამისი სამსახურები გზას თოვლის გამო წაქცეული ხეებისგან ათავისუფლებენ. ნიუ–იორკის ცენტრალურ პარკს, სადაც ათეულობით ხე წაიქცა, 500 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. ადგილობრივი ხელისუფლება პარკის გაწმენდას, მინიმუმ, ნოემბრის შუა რიცხვებამდე ვერ შეძლებს.
კომენტარი