სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისა და მედიაჰოლდინგ დრონის საგანგებო განცხადება

კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი და მედია ჰოლდინგი დრონი (presa.ge, droni.ge, itv.ge, people.ge, internet.ge, radio.ge, sportline.ge, fashionline.ge) სრულ მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს და მის გენერალურ დირექტორს.

არავითარი საფუძველი არ გვაქვს ეჭვი შევიტანოთ ნიკა გვარამიას განცხადებებში, ხელისუფლების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ფაილებით მისი დაშანტაჟებისა და დაშინების მცდელობის შესახებ.

ამიტომ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, ერთად დავიცვათ ყველაზე რეიტინგული არხი და პირადი ცხოვრების უფლება, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, უარი თქვას სიტყვის თავისუფლების განადგურებასა და შანტაჟზე.

ეს არ არის მხოლოდ რუსთავი 2-ის ბრძოლა. ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეების გამოწვევაა, უკეთესი ხვალინდელი დღისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100