სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუდი „მთიელის“ და შავფაროსნების ერთობლივი კლიპის პრემიერა

7ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში, გაიმართება ლუდი „მთიელისა“ და „შავფაროსნების“ ერთობლივი სარეკლამო რგოლის პრემიერა. პროექტის შინაარსსა და დეტალებზე, დამსწრე სტუმრებს ესაუბრებიან - თორნიკე ნიკოლაიშვილი - კომპანია ნატახტარის მარკეტინგის დირექტორი, ალექს ჩიქოვანი -ბრენდ კონსულტანტი,ბრენდინგ სააგენტო „ლაივი“, ზურაბ მახარაძე - „შავფაროსნების“ კავშირის წევრი და აკა მელიქიძე - პროდიუსერი, სტუდიაCor-Production.

რგოლის პრემიერამდე სტუმრები იხილავენ შავფაროსნების ორთაბრძოლას და მოისმენენ „ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის“ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხური სიმღერებს.

“შავფაროსნები” მიზნად ისახავენ მთლიანად ქართული საბრძოლო ხელოვნების და მასში გაერთიანებული, საბრძოლო სახეობების, საქართველოში საბრძოლო კულტურის, უძველესი საბრძოლო ტრადიციების შესწავლას, აღდგენას და სისტემატიზაციას, ასევე მის ერში გაცოცხლებას და კულტურის საკმაოდ მიმქრალი ინფორმაციის აქტუალიზაციას და მიწოდებას ქართული საზოგადოებისათვის.

ყოველივეს გათვალისწინებით ლუდი მთიელი, „შავფაროსნების“პარტნიორი სიამაყით გახდა და თანამშრომლის ფარგლებში შეიქმნა სარეკლამო რგოლი, რომელიც ფართო საზოგადოებასაც აჩვენებს იმ აღტკინებას რომლითაც წარსულში ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100