„ქართული ოცნება“ ავღანეთში, ნატოს მისიაში საქართველოს მონაწილეობას აკრიტიკებს
ვლადიმერ სოკორი
20-26 თებერვალს საქართველო „ოკუპაციის კვირას“ აღნიშნავს. ეს კვირა წითელი არმიის მიერ 1921 წლის თებერვალში, ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის წლისთავს და ამ უკანასკნელის საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიას ეძღვნება. გაიმართა საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნებოდა პირველ ქართულ დემოკრატიულ რესპუბლიკას, 1921 და 2008 წლების რუსული ინტერვენციების სმხვერპლთ და იმ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებიც ქვეყანას იცავდნენ. მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და საპარლამენტო ოპოზიციის (ძირითადად „ქრისტიან-დემოკრატების“) წარმომადგენლები იმ მოქალაქეებს შეუერთდნენ, რომლებიც მემორიალურ ღონიძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. (საფლავებთან და მემორიალებთან თაიგულები იქნა მიტანილი, გაიმართა წიგნების და ფოტო გამოფენა, თეარტალური დადგმები, კინო-პრეზენტაცია და აღსრულდა წირვა).
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ (რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს როგორც მხოლოდ სალიდერო ჯგუფი) ღონისძიებებში მონაწილეობას არ იღებდა. ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ სულ რაღაც ერთაბზაციანი ტექსტი გამოაქვეყნა გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვედრზე. როგორც ჩანს, ივანიშვილმა და საგარეო პოლიტიკის დარგში მისმა მრჩეველებმა (რომლებიც მან ცოტა ხნის წინ დაასახელა) ამ ღონისძიებებისგან გამიჯვნის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ნაბიჯი შესაბამისობაშია მათ პოზიციასთან, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობა ზედმეტად უპირისპირდება მოსკოვს, ხოლო ივანიშვილის გუნდი უკეთ გამოდგება რუსეთის თანამოსაუბრედ. ივანიშვილის გუნდს, როგორც ქართულ ოპოზიციურ პარტიას, რუსეთთან დიალოგზე წასვლა სურს და ალბათ იმედიც აქვს, რომ ამ საკითხში საქართველოს მთავრობას მოხერხებულობით აჯობებს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო კამპანიაში ამ საკითხის ჩართვასაც აპირებს და არჩევნების შემდეგ, თუკი „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ადგილების მნიშვნელოვან რაოდენობას მოიპოვებს, „რუსეთისთვის მისაღებ თანამოსაუბრედ“ მოგვევლინება.
გამოუცდელ ივანიშვილს საგარეო პოლიტიკის დარგში ახლა უკვე მრჩეველების სრულფასოვანი გუნდი ჰყავს. ზოგიერთი მათგანი, ავღანეთში, აშშ-ს ეგიდით წარმართულ ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის ფაქტს ესხმის თავს. 22 თებერვალს, შეტაკებაში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ (რის შემდეგაც 2011 წლიდან დღემდე ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობამ 15-ს მიაღწია) ამ მრჩევლებს მისიაზე თავდასხმისკენ უბიძგა.
„ქართული ოცნების“ თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო გუნდის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა, ბეჭდურ ინტერვიუში განაცხადა: „(პრეზიდენტმა) სააკაშვილმა ავღანეთში ამერიკელებთან ერთად გაერთიანებულ სპეცოპერაციას გაუწია ორგანიზება. (ბრძოლის დანაკარგები) შეიძლება ცუდად დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგი ყოფილიყო, ან სააკაშვილის პიარისთვის ყოფილიყო საიჭირო.“ (რეზონანსი, 23 თებერვალი, www.resonancedaily.com. ) სესიაშვილმა ნაციონალური ტელეახრის პრაიმ ტაიმში განაცხადა: „ეს სპეცოპერაცია იმიტომ განხორციელდა, რომ (პრეზიდენტ) სააკაშვილს პიარისთვის სჭირდებოდა, რათა მისი ვიზიტისთვის ავღანეთში პატივი მიეგოთ“ (რუსთავი 2, 23 თებერვალი,www.myvideo.ge) გარდა ამისა, სესიაშვილი „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური გუნდის წევრია (EDM, 28 თებერვალი). „ქართული ოცნების“ რეგიონალური პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა: „ქართველ ჯარისკაცებს ახლა საზარბაზნე ხორცად იყენებენ. სომხეთის ჯარებს ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე ჩვენს ჯარისკაცებს. ჩვენს ჯარისკაცებს ნატოს ჯარებზე ბევრად უფრო ნაკლებს უხდიან.“ საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, 22 თებერვალი, pirveli.com.ge).
ივანიშვილის საგარეოპოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი, თედო ჯაფარიძე, მისი ხელქვეითების ასეთი არაპროფესიონალური განცხადებების გამო უნდა გაღიზიანდეს, მაგრამ არავის სმენია მის მიერ ამ განცხადებების ურყოფა. ივანიშვილის მოკავშირეს, ირაკლი ალასანიას, რომელსაც ყველას აზრით, აშშ-ში კავშირები აქვს, როგორც ჩანს საკუთარ პარტიაში, ჩვენი „საქართველო-თავისუფალი დემოკრატები იგივე პრობლემა“ აქვს. პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, თეა წულუკიანმა ჟურნალ „ლიბერალითვის“ ავღანეთის მისიაზე განცხადება გააკეთა: „(პრეზიდენტი) სააკაშვილი ამ თემით მანიპულირებს. მისი აზრით, ჯარისკაცი ომში უნდა წავიდეს და გმირულად იბრძოლოს. სააკაშვილის მთავრობა ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად მიიჩნევს. მთავრობამ იმასაც უნდა მიადევნოს თვალი, რომ ჯარისკაცები სახლში დაბრუნდნენ.“ (ლიბერარი, თებერვალი 17-23, liberali.ge )
საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში, გადამწვეტი ფაქტორია იმისათვის, რომ ქვეყანამ ნატოში გაწევრიანებისთვის და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისთვის (დე ფაქტო მოკავშირე) საჭირო ნდობა მოიპოვოს. სტრატეგიული ინვესტიციის გარდა ეს ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მძიმე ფისკალურ ინვესტიციიასაც მოითხოვს, მოსახლეობა კი ნატოში გაწევრიანებას ძლიერ უჭერს მხარს. ამჟამად საქართველოს ავღანეთში 950 სამხედრო ჰყავს. თითქმის ყველა ჰელმანდის ბრძოლის ველზეა და ქართული ჯარი არ ექვემდებარება იმ შეზღუდვებს, რომლებიც სხვა ქვეყნებს აქვთ დაწესებული ავღანეთში თავისი კონტინგენტისთვის. ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს სამხედრო შემადგენლობა ყველაზე დიდია. ხოლო, ყველა იმ ქვეყანას შორის, რომლებიც ავღანეთის მისიაში მონაწილეობენ, ქართული კონტინგენტი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია. წელს საქართველო დამატებით 750 სამხედროების გაგზავნას აპირებს. ჯარის მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 1,700-ამდე გაიზრდება და სავარაუდოდ საქართველო რიგით მეორე გახდება, რადგან ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი ჯარის რაოდენობით მას მხოლოდ აშშ გაუსწრებს (Civil Georgia, 23 თებერვალი).
ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ იგი მზადაა ავღანეთში საქართველოს მიერ გაწეული მსხვერპლის ექსპლუატაცია მოახდინოს და გამოიყენოს, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი პრეზიდენტისა და მთავრობის წინააღმდეგ. ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წლის ოქტომბერში მოვიდა და საქარველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე ორაზროვან და სკეპტიკურ განცხადებებს აკეთებდა. ის ამ საკითხშიც და საერთოდ საგარეო პოლიტიკაში ახალბედა იყო. მოგვიანებით, როგორც ჩანს მიხვდა, რომ ეს პოზიცია მისთვის ხმების დაკარგვის გარანტია იქნებოდა, რადგან ქვეყანაში ნატოში გაწევრიანების იდეა ძალიან პოპულალურია. ცოტა ხნის წინ, ივანიშვილის გუნდმა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში (ევროკავშირი და ნატო) ინტეგრაციის იდეა საბოლოო მიზნად დაასახელა. მაგრამ „ქართული ოქნცება“ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ძირს გამოუთხრის და ივანიშვილის პოზიციაზეც ახალი კითხვები გაჩნდება, იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ ნატოში გაწევრიანების შესახებ მხოლოდ ილაპარაკებს, მზად არ იქნება ამ მიზნამდე მისასვლელად საჭირო ზომები მიიღოს და მთავრობას ამ ზომების მიღებისთვის გააკრიტიკებს.
კომენტარი