სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტ „12“-ის ფარგლებში ახალგაზრდა არტისტებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ორიგინალური ინტერპრეტაციები შექმნეს

თიბისი ბანკის პროექტ „12“-ის ფარგლებში, ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. წელს, პროექტი „12“, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ეძღვნება და იუბილესფარგლებში განხორციელებული მრავალეტაპიანი პროექტის დასკვნითი ნაწილია.

ბანკის 25 წლის იუბილეს მთავარი კულტურულიმოვლენა სწორედ პეტრე ოცხელისა და მისი ნამუშევრების პოპულარიზაციაა. ციფრული ხელოვნება, ნეონი, ვიდეო არტი, ანიმაცია, 3D ხელოვნება და სკულპტურული ინსტალაცია – ეს ის სახელოვნებომიმართულებებია, რომლითაც 12-მა ახალგაზრდა ქართველმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის ნამუშევრები გააცოცხლა და ახალი ფორმითწარადგინა.

უახლოეს პერიოდში პეტრე ოცხელის თემატიკაზე შექმნილი თანამედროვე ფორმატის ნამუშევრები ქალაქში, რამდენიმე ლოკაციაზეც განთავსდება.პროექტ „12“- ის ფარგლებში თიბისი ბანკი ფეი სტიკერების ახალ სერიასაც გამოუშვებს, სადაც პეტრე ოცხელის ნამუშევრების გარდაპროექტში ჩართული ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრებიც განთავსდება.

სპეციალურად პროექტისთვის შექმნილია ვებგვერდი www.12.ge-ც, სადაც შესაძლებელია, როგორც პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ნამუშევრების დათვალიერება, ისე ფეი სტიკერების შეკვეთა. პროექტი „12“ წელს უკვე მეორედ ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების პოპულარიზაციას.

წლევანდელ პროექტში მონაწილეობენ არტისტები:

თემო მაჭავარიანი, მარიამ საშა, ნიკოლოზ კაპანაძე, გაჩა ბაქრაძე, თორნიკე ქარჩხაძე, გიორგი მიქიაშვილი, ქეთევან საქარელი, გიგიშუკაკიძე (Wunderwerk Architecture), ქეუ მეფარიშვილი, სალომე დუმბაძე, შალვა ცხოვრებაძე, გურამ ქვარცხალაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100