პორშე ცენტრი თბილისის ორგანიზებით, სრულიად ახალი PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO-ს პრეზენტაცია გაიმართა
პორშეს ყველა პრეზენტაცია განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. ღონისძიებებს უნიკალურს ხდის არამარტო ახალი მოდელის პრემიერა, არამედ შოუ-პერფორმანსიც, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით და სპეცეფექტებით არის გაჯერებული.
ახალი PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO-ს კონცეფცია თავიდანვე ავტომობილის პრაქტიკულობა იყო, ვიდრე პორშეს სხვა მოდელების შემთხვევაში. პანამერა უკვე დიდი ხანია გახდა პორშეს ოჯახის პატივცემული და მოთხოვნადი წევრი. პორშეს ავტომობილი ასეთი პრაქტიკული აქამდე არასოდეს ყოფილა, ის გაცილებით უფრო დახვეწილია ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს. PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO ეს ყველაფერია რაც თქვენ შეიძლება გინდოდეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO შეიძლება ერთი შეხედვით არატიპიურ პანამერად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის მათთვისაა ვისაც ყოფნის გამბედაობა, რომ მანამდე გადადგას ნაბიჯები ვიდრე მას ეტყვიან რა გააკეთოს.
PORSCHE PANAMERA SPORT TURISMO ზუსტად ასახავს პანამერას ძირითად პრინციპებს: შესრულება და კომფორტი, დინამიკა და ეფექტურობა, ამ პარამეტრებით შესანიშნავად ახერხებს უნიკალური ბალანსის დაცვას - ოჯახს, სამსახურს, დასვენებას და ტარებით მიღებულ სიამოვნებას შორის.
ახალი პანამერა დინამიური და სპორტულია როგორც არასდროს, მისი ყველაზე მაღალი კონფიგურაცია 4.0 ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავია, რომელიც 3.8 წამში ანვითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს, ხოლო სიმძლავრე 700 ცხენის ძალას აღწევს. თქვენ მასში ნამდვილად იგრძნობთ ძალაუფლებას.
შასის კონტროლის სისტემა, მოხვევადი უკანა თვლები და Drive Assistance სისტემა ავტომობილის მართვას უფრო სასიამოვნოს და უსაფრთხოს ხდის. Porsche Connect-ის მეშვეობით კი ავტომობილი ციფრულ სამყაროს უკავშირდება, ეს კი ყველაფერია რაც თქვენ გჭირდებათ თანამედროვე ცხოვრებაში.
ავტომობილის პრემიერაზე მოწვეულ სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ პორშეს კლასიკური ავტომობილების ექსპოზიცია, აგრეთვე ახალი PORSCHE PANAMERA TURBO S ჰიბრიდი. უსწრაფესი და ამავდროულად ეკონომიური ელექტრო-ჰიბრიდული სედანი, რომელიც ასევე 2017 წელს გახდა ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის.
2017 წელი პორშესთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, მან ზედიზედ მესამედ, ჯამში კი 29-ედ მოიპოვა გამარჯვება ლემანის 24 საათიან რბოლაში. ასევე ზედიზედ მესამედ და სულ კი მე-6-დ გაიმარჯვა WEC შეჯიბრში. საოცარი რეკორდი დამყარა ნიურბურგრინგის ტრასაზე, სადაც მოდელმა 911 GT2 RS-მა 6.47 წუთი აჩვენა წრეზე და თითქმის 5 წამით გააუმჯობესა რეკორდი.
აღსანიშნავია, რომ 4 დეკემბრიდან PANAMERA-ს ახალი მოდელების ნახვა ყველა მსურველისთვის შესაძლებელია პორშეს შოურუმში - თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #5.
კომენტარი