სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯგუფური სექსის დროს მიღებულმა გამოცდილებამ იმხელა შთაგონება მომცა, რომ ამ თემაზე სადოქტორო დავიცავი“ - ახალგაზრდა მამაკაცის უპრეცედენტო ნამუშევარი

ცოტა უცნაურია, თუმცა უპრეცედენტო ფაქტია - ახალგაზრდა რაიან სკოუტსმა თავისი სადოქტორო ნამუშევარი პირად სექსუალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა. საქმე იმაშია, რომ მას ჯგუფური სექსი ჰქონდა ორ გოგოსთან ერთად და ამ პროცესმა რაიანს დიდი შთაგონება მისცა. ერთ-ერთი გოგონა სკოუტსის შეყვარებული იყო, ხოლო მეორე - შეყვარებულის დაქალი.

რაიანმა სადოქტოროს დაცვის წინ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სქესობრივ თემებზე ძალიან ცოტა ნაშრომი არსებობდა, ხოლო პირად გამოცდილებაზე დაყრდნობილი ნაშრომი საერთოდ არ იყო, ამიტომ თვლიდა, რომ მისი დისერტაცია ყველასგან გამოირჩევა და სექსუალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი აღმოჩენაა.

ნაშრომში სკოუტსს მონოგამიისა და ერთფეროვანი ურთიერთობის პრობლემებზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული. მისი აზრით, მამაკაცს მალე ბეზრდება ერთი და იგივე ქალი და გამუდმებით იწყებს სხვაზე ფიქრს, თუნდაც ფიზიკურად არ უღალატოს საყვარელ ქალს, ეს ფაქტი წყვილის სექსუალურ ცხოვრებაზეც აისახება - მამაკაცი ვეღარ იღებს საკმარის სიამოვნებას აქტის დროს და შესაბამისად ვეღარც გასცემს საკმარის ვნებას, აქედან გამომდინარე, მისი პარტნიორიც სექსუალურად დაუკმაყოფილებელი რჩება.

რაიანმა ნაშრომში მოყვანილი მაგალითებით შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ ქალებს უფრო მეტად უნდებათ ჯგუფური სექსი და სიახლე სქესობრივ ცხოვრებაში, არ უშინდებიან ექსპერიმენტებს. ასეთი ქალები სამჯერ აღემატებიან იმ მამაკაცებს, რომლებიც მსგავსი გამბედაობით გამოირჩევიან. თუმცა პროცენტულად მაინც ძალიან ცოტა ბედავს თავისუფალ ინტიმურ ცხოვრებას, რადგან მორალური და კულტურული ნორმები ხშირად ხელს უშლის საკუთარი ფანტაზიები და სურვილები განახორციელონ.

ლექტორებმა აღიარეს, რომ ნამუშევარი თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომია. სკოუტსი კი ამის შემდეგ ჯგუფური სექსის ექსპერტად ითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100