21 ნოემბერს მაგთიკომსა და დელტაკომს შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ამა წლის 19 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „მაგთიკომმა“ და შპს „დელტაკომმა“მიმართეს. კომპანიებმა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტაკომის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს.აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა აღნიშნული გარიგების დეტალები და დაადგინა, რომ შპს „დელტაკომის“ წილის 100 პროცენტის შპს„მაგთიკომის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამა წლის 18 ნოემბერსმიზანშეწონილად ჩათვალა ოფიციალური თანხმობა განეცხადებინა მაგთიკომის მიერ დელტაკომის შესყიდვის თაობაზე.
შპს „დელტაკომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტრალური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიასინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში აქვს: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, იმერეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.
მაგთიკომისთვის წელს ეს უკვე მეორე მსხვილი გარიგებაა. მაგთიკომმა კავკასუს ონლაინის საცალო და კორპორაციული საოპერაციო აქტივები შეიძინადა მანამდე არსებულ ბიზნეს მიმართულებებს (მობილურ, ფიქსირებულ ტელეფონიას და სატელიტურ ტელევიზიას) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი დაIP ტელევიზია დაუმატა.
დელტაკომის შესყიდვის შემდეგ, მაგთიკომი ინტერნეტის რეგიონალური წვდომის არეალის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს, რაც როგორცმომხმარებლებს, ისე ტელესაკომუნიკაციო დარგს და მთლიანად ქართულ ეკონომიკას სასიკეთო შედეგებს მოუტანს.
დელტაკომი საწყისი პერიოდის განმავლობაში თავისი სახელით გააგრძელებს ოპერირებას. შესაბამისად, დელტაკომის არსებული მომხმარებლებიც მომსახურებას უწყვეტ რეჟიმში ისევ დელტაკომისგან მიიღებენ.
მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც 3 მილიონამდე მომხმარებელს სრულ ტელესაკომუნიკაციომომსახურებას აწვდის: მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელიტურ და IP ტელევიზიას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს.
კომენტარი