სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკში მცირე და საშუალო ზომის ჰესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიება გაიმართა

თბილისი, 1 დეკემებრი, 2014 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, გერმანიის განვითარების ბანკმა (KfW) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ერთობლივი ღონისძიება გამართეს, რომელიც მიეძღვნა მცირე და საშუალო ზომის ჰესების განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდნენ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და გერმანიის განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონის დირექტორი ლარს ორმანი. ასევე, ინვესტორები და მოწვეული სტუმრები დეტალურად გაეცნენ დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელსაც მათ საქართველოს ბანკი თავაზობს, ქვეყანაში მცირე და საშუალო ზომის ჰესების მშენებლობისთვის.

საქართველოს ბანკსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული 25 მლნ ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება, შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ ინვესტორს, ისარგებლოს გრძელვადიანი ფინანსური რესურსით ე.წ. განახლებადი ენერგიის პროექტის განხორციელებისთვის – ძირითადად მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების აშენებისა და რეაბილიტაციისთვის. ხსენებული დაფინანსება ასევე გულისხმობს ძვირადღირებულ ტექნიკურ მხარდაჭერას, სრულიად უსასყიდლოდ. ტექნიკურ მხარდაჭერას განახორციელებს მსოფლიოში წამყვანი ავსტრიული კომპანია „Posh & Partners”-ი რომელიც გაუწევს მსესხებელს საკონსულტაციო მომსახურებას როგორც მშენებლობის/რეაბილიტაციის დაწყებამდე, ასევე დაწყების შემდეგ.

საქართველოს ბანკს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების დიდი გამოცდილება აქვს. 2014 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო მომსახურების მთლიანი სესხების პორტფელის 8.1%-ი, ენერგეტიკის სექტორზე მოდის.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 32.8%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 31.6%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 29.0%) მიხედვით (2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.3 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 206 სერვისცენტრის, 510 ბანკომატისა და 2,038 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

KfW– შესახებ:

KfW კავკასიის რეგიონსა და საქართველოში განვითარების ერთერთი წამყვანი დამფინანსებელია. გერმანიის მთავრობის სახელით მოქმედი KfW– მუშაობის მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, KfW აფინანსებს ინვესტიციებს ეკონომიკიურ და სოციალურ ინფრასტრუქტურაში და ახდენს კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას. KfW– საქართველოში მუშობა 1993 წელს დაიწყო. მას შემდეგ, ცალკე აღებულ ენერგეტიკის სექტორში EUR 240 მილიონზე მეტის ინივესტირება მოახდინა. საქმიანობის ძირითად სფეროებს ასევე წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, გარემო და ფინანსური სექტორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100