სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 ნოემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი საქმიანი შეხვედრებისა და მივლინების დღეა. ცვლილებების გამო მცირე ნერვიულობა და მეტი მობილიზება გმართებთ. საღამოს გაესაუბრეთ მშობლებს, ნათესავებს. ერთად დაგეგმეთ საოჯახო საქმეები.
კურო
დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. კარი პეროდია საყიდლებისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებს მისაღებად. საღამო სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე. მოგინდებათ ახლობელ ადამიანებთან კომუნიკაცია.

ტყუპი
დილა საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ. თუ აუცილებელი საქმეები არ გაქვთ, გამოიძინეთ, გემრიელად ისაუზმეთ. საქმეები და შეხვედრები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

კირჩხიბი
დილა მოწყენილი და უინტერესო მოგეჩვენებათ. იქნებ, მეტად დაიტვირთოთ თავი ვარჯიშით? თუ მსოფლიო აღიარებასა და მოგზაურობაზე ოცნებობდით, შუადღის შემდეგ ამოქმედდით. საღამო ლამაზად და სასიამოვნოდ დაღამდება.

ლომი
არაფორმალური შეხვედრები თავისუფალ რეჟიმში დღის პირველ ნახევარში დანიშნეთ. საღამო საქმეებითა და ვალდებულებებით გექნებათ დატვირთული. ეს პერიოდი გამოიყენეთ იურისტთან, ექიმთან, სულიერ მოძღვართან პირისპირ საუბრისთვის.

ქალწული
დილით არც რაიმეს გაკეთების სურვილი გექნებათ და არც საშუალება. მოგეჩვენებათ, თითქოს ყველაფერი "ხელიდან გივარდებათ". დღის მეორე ნახევარში სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება. ბიზნეს და საოჯახო საქმეებში ახალი იდეები გაგიჩნდებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

სასწორი
იდეები და ფანტაზიები გაქვთ, მაგრამ ხან საჭირო ინფორმაციას ვერ მიაგნებთ, ხან ის ადამიანი დაგეკარგებათ თვალთახედვის არედან, ვინც დახმარებას დაგპირდათ. საღამოს დახმარებასაც მიაღწევთ და კარიერაში წარმატების შანსიც მოგეცემათ.

მორიელი
შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენა თუ გსურთ, დღის მეორე ნახევარს დაელოდეთ. ამ პერიოდში გამარჯვების შანსი იმატებს. კარგი დღეა დიდხნიანი და მასშტაბური პროექტების დასაგეგმავად.

მშვილდოსანი
გუშინდელ საქმეებს ცოტა ხნით თავი დაანებეთ. დღეს კაპიტალს მიიღებთ ახალი ბიზნესის დასაწყებად, მეტად გამოავლენთ თქვენს სექსუალურ და სულიერ პოტენციალს. გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერასაც მოიპოვებთ.

თხის რქა
შუადღემდე მცირე საქმეების მოგვარებთ დაკავდით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. თუ საქმიანი მოლაპარაკება გაქვთ დანიშნული, კარგად უნდა იყოთ ინფორმირებული და ფაქტებით აღჭურვილი. ძილის წინ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ.

მერწყული
მნიშვნელოვანი ცვლილებები დღის მეორე ნახევარში გელოდებათ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. სიფრთხილე გმართებთ, როცა საქმე ჯანმრთელობას, ფინანსებსა და ოჯახის ინტერესებს ეხება. თანამოაზრეები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან.

თევზები
დაბნეული და მოუწესრიგებელი ხართ დღის პირველ ნახევარში. ამიტომ, ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვანს ნურაფერს დაგეგმავთ. საღამოს მოიმატებს შემოქმედებითი იდეების განხორციელის სურვილი. სასიამოვნო მომენტები ელით შეყვარებულ და შვებულებაში მყოფ ნიშნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100