სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსით 17 წლის პირია დაინფიცირებული

66 დაინფიცირებულ პაციენტს შორის არის 17 წლის პირი, რომელსაც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ. მისი დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია პარასკევს დადასტურდა და დღეს უკვე კლინიკის წარმომადგენელმა დეტალებზე ისაუბრა.

17 წლის პაციენტი იმ ოჯახის წევრია, რომლის წევრებსაც ბოჭორიშვილის კლინიკაში უკვე ერთი კვირაა მკურნალობენ. შესაბამისად ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებულ სულ 4 პირს მკურნალობენ.

"ბოქსირებულ განყოფილებაში 17 პაციენტია, აქედან დადასტურებულია 4. გუშინ კვლევაში იყო 6 პაციენტი და აქედან 1 პაციენტს დაუდასტურდა COVID-19. ეს არის ამერიკის კლასტერი. ჩამოფრენისთანავე ეს ოჯახი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, შემდგომ ოჯახის 3 წევრს დაუდასტურდა დაავადება. ოჯახის მე-4 წევრი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და როგორც კი დაიწყო სიმპტომატიკა, უკვე მასაც დაუდასტურდა დიაგნოზი" - განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100