სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სოფლებში გამართული შეხვედრები საშუალებას მაძლევს კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდე იმ პრობლემებს, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ.“

„სოფლებში გამართული შეხვედრები საშუალებას მაძლევს კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდე იმ პრობლემებს, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ.“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს’’ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ლილუაშვილი სოფელ უხუთის, გორას, ზედა გორასა და შუა გორას მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატთან ადგილობრივებმა სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მცირე მეწარმეობის განვითარებაზე ისაუბრეს, მათივე თქმით ხელისუფლებიდან სოფლის პროგრამების დაფინანსება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

-„იმისთვის რომ სოფელი ადგილობრივებისთვის მიმზიდველი გახდეს, უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურული საკითხები, აუცილებელია ყველა ოჯახის გაზიფიცირება, ასევე ჩემთვის ერთ- ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მიგრაციაა, სოფლებში შეხვედრებისას ვხედავ ძალიან ბევრ მიტოვებულ კერას, სოფლებიდან მასობრივად ხდება ახალგაზრდების გადინება, რაც ჩემთვის გასაგებია, დღეს მათ არ აქვთ ადგილზე საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, ჩემი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებს ადგილზე შევუქმნათ პირობები და დავარწმუნოთ რომ დაუბრუნდნენ საკუთარ სოფლებს და ოჯახებს, მათი ნიჭიერება და განათლება ადგილზე მოახმარონ საკუთარ კუთხეს. ეს მოგვცემს საშუალებას გავაძლიეროთ სოფლები, მდიდარი სოფელლი კი აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას.“ განაცხადა ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100