კახეთში მკვლელი ცოლ-ქმარი დააკავეს
კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცოლ-ქმარი დააკავეს.
სამართალდამცველების თქმით, მოკლულის ქალიშვილმა საკუთარ მეუღლეს მამამისის მკვლელობა შეუკვეთა. დაკავებულმა სიმამრს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
კომენტარი