სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"Virus" - ასე უწოდა Elis Band -მა სპეციალურად, კორონა ვირუსის ეპიდემიის თემატიკაზე შექმნილ ახალ სიმღერას, რომელიც ჯგუფმა 2 წლის იუბილისთვის ჩაწერა და კლიპიც გადაიღო.

როგორც ბენდის პროდიუსერი ტატა ავალიშვილი განმარტავს, ეს არის მსოფლიო პრობლემა და ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ სიმღერა ყოფილიყო ყველასთვის გასაგებ, საერთაშორისო ენაზე და ამავდროულად, ერთგვარი გზავნილი საქართველოდან.

მუსიკის ავტორი, თავად ტატა ავალიშვილია. ტექსტი, ბენდის წევრს გუგა ჩაჩანიძეს ეკუთვნის. არანჟირებაზე ჯგუფის ოთხივე მუსიკოსმა იზრუნა.

ჩაწერა და მასტერინგი კი დემე მიქელაძეს ეკუთვნის. მიუხედავად ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული ვითარებისა, ბენდმა გააკეთა ვიდეო-რგოლი, რომლის გადაღებაც ექსტრემალურ სიტუაციაში მოუხდათ.
კლიპზე ახალგაზრდა, ნიჭიერმა ვიდეოგრაფმა სანდრო ნადირიძემ იმუშავა. ახალი ვიდეო რგოლი სულ მალე იხილავს დღის სინათლეს.


ცნობისთვის, Elis Band აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა კლუბებში, თუ კორპორატიულ ღონისძიებებში. ჯგუფი, ძირითადად პოპულარულ უცხოურ და ქართულ სიმღერებს ასრულებს, თუმცა ახალგაზრდა მუსიკოსები აგრეთვე საკუთარ საავტორო ალბომზეც მუშაობენ, სადაც, ძირითადად, ქართულენოვანი სიმღერები შევა და მხოლოდ ერთი, პანდემიისადმი მიძღვნილი ახალი Virus იქნება ინგლისურ ენაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100