მონიკა ბელუჩი კინოფესტივალზე
„ვარსკვლავების დესანტს“, რომელიც ამ დღეებში ვენეციაში „გადასხეს“, მონიკა ბელუჩი შეუერთდა. მსახიობი კინოფესტივალზე მეუღლესთან, ვენსან კასელთან ერთად ახალი ფილმის - „იმ ზაფხულის ვნებას“ პრემიერაზე მივიდა, სადაც მონიკა მთავარ როლს ასრულებს.
46 წლის მსახიობმა მაყურებელი თავისი გარეგნობით აღაფრთოვანა. მიუხედავად იმისა, რომ შავი შარვალი, პიჯაკი და თეთრი პერანგი მკაცრი სტილის სამოსად ითვლება, იტალიელი მსახიობი მასში მაინც სექსუალურად გამოიყურებოდა, ხოლო საკუთარი ფილმის პრემიერაზე მონიკა ტანზე მოტკეცილ შავ კაბაში გამოცხადდა.
მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, მსახიობმა ცოტა მოიმატა, თუმცა ახლა ისევ დაუბრუნდა ჩვეულ ფორმებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრების მეხუთე ათწლეული დაიწყო, მონიკა 35 წლის ქალს ჰგავს და უნდა აღინიშნოს, რომ მას არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია. მართალია ნაოჭები მის სახეზე მაინც შეინიშნება, მაგრამ მთლიანობაში ბელუჩი იმდენად ლამაზია, რომ ამას ყურადღებას არავინ აქცევს.
ახალი ფილმი, რომელშიც მონიკა მთავარ როლს ასრულებს, ეროტიკული დრამის ჟანრს მიეკუთვნება და მოგვითხრობს ახალგაზრდა მხატვრის ისტორიას, რომელიც მსახიობმა ცოლმა მიატოვა. გმირი ვნებით, დაძაბულობითა და მუდმივი ბრძოლებით სავსე სასიყვარულო თავგადასავალს იხსენებს. მონიკას პარტნიორობას ახალგაზრდა მსახიობი, ლუი გარელი უწევს. სწორედ მასთან ერთად გამოჩნდა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე მონიკა ბელუჩი.
maximum
კომენტარი