კრიშტიანუ რონალდუს ახალშობილი შვილის პირველი ფოტო
კრიშტიანუ რონალდუ რამდენიმე დღის წინ მამა გახდა. მისი შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი კი ახალშობილის პირველ ფოტოს უკვე აქვეყნებს. "ალანა მარტინა ახლახან დაიბადა. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ,"- წერდა შვილის დაბადებაზე რონალდუ სოციალურ ქსელში.
რონალდუსთვის ეს უკვე მეოთხე შვილია. 8 ივნისს მას ტყუპები შეეძინა. ბავშვები სუროგატმა დედამ გააჩინა. ასევე სუროგატი ქალისგან ჰყავს ფეხბურთელს უფროსი, 6 წლის ვაჟიც. მეოთხე შვილის დედა კი კრიშტიანუს შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესია.
კომენტარი