ამ ამბავს აღფრთოვანებით იხსენებდა ხოლმე ლევან სანიკიძე
ცნობილ მწერალს და მეცნიერს ლევან სანიკიძეს გამორჩევით უყვარდა ალექსანდრე მაკედონელი. ერთხელ, პირველკურსელებს აღფრთოვანებით უყვებოდა ამ, მართლაც დიდი მხედართმთავრის ცხოვრების ამბებს. ამგვარად, ცოცხალთა შორის მსოფლიოში არ მეგულება მასზე დიდი და უკეთესი პიროვნებაო, - დაასკვნა ლექტორმა.
ამ დროს წინა მერხიდან პატარა, გალეულმა ბიჭმა ასწია თავი და ლექტორს თამამად მიმართა: - მე ვიცნობ მაკედონელზე დიდ პიროვნებასო. გაკვირვებულმა ბატონმა ლევანმა ჰკითხა, - ვინ არის ეს კაციო.
მამაჩემი გახლავთო, - მიუგო ყმაწვილმა.
აღფრთოვანებული ბატონი ლევანი ყვებოდა ხოლმე: - რა მოკლავს იმ ხალხს, ვისი ახალგაზრდობაც ასეთ პატივს სცემს მამასო.
კომენტარი