სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლელა წურწუმია კლინიკაში იმყოფება - მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში პირველ კომენტარს აკეთებენ

როგორც ცნობილია, მომღერალ ლელა წურწუმიას კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. "პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. 

კლინიკის დირექტორის მოადგილე, ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. 

"ლელა წურწუმიას ომიკრონი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თავს ნორმალურად გრძნობს." - აცხადებს ლალი ტურძელაძე.   

ცნობისთვის, მომღერალმა 15 აპრილს, ვარციხის მარანში დაგეგმილი კონცერტი გადადო - ამის შესახებ ინფორმაცია ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა, კახა მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მეგობრებო გილოცავთ ხარებას ამ კოვიდმა მე მგონი ბოლო კუდი მოისროლა და ლელასთან მოვიდა 15 აპრილის კონცერტი ვარციხის მარანში, გადაიდო 30 აპრილს….“, - წერს კახა მამულაშვილი. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100