კომპანია სოკარი მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს
21 ოქტომბერს, 11:30 -ზე მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსის საძირკველში კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა. სპორტულ კომპლექსს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია სოკარ ენერჯი ჯორჯია.
კაფსულის ჩაგდების
ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სოკარის პრეზიდენტმა, ბატონ როვნაგ აბდულაევმა, სოკარის
ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა - ვაგიფ ალიევმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო
რწმუნებულმა - შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერმა - ზაურ დარგალმა და სხვა ოფიციალურმა
პირებმა.
კომენტარი