სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვისოლ ჯგუფი“ ქველმოქმედებას „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision-თან და We Help -თან ერთად განახორციელებს

“ვისოლ ჯგუფი“ თავსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დანაპირებს - „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ ახალ პარტნიორებთან - „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision-თან და We Help -თან ერთად განახორციელებს და გააფართოებს იმ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქამდე უწევდა თანადგომას. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ თავისი შვილობილი კომპანიების „ვენდის“, „დანკინ დონატსის“ და „სმარტის“ ერთგულ მომხმარებლებთან და ახალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდებთან ერთად დაეხმარება ადამიანებს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" 2013 წლის აპრილში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებად შეიქმნა. ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს, მათ შორის კერძო თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხით. შედეგად, ფონდი უკვე დაეხმარა 267 ბავშვს, რაც თანხობრივად ჯამში 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.

ორგანიზაცია We Help დაარსდა 2013 წლის აგვისტოში. ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია: დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება., შეწირულობის გაკეთების სიმარტივე ონლაინ გადახდის საშუალებით., სოციალური ქველმოქმედების კულტურის დანერგვა და პოპულარიზაცია, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. ორგანიზაციის მთავარი მახასიათებლებია: გამჭვირვალობა, სიმარტივე და სანდოობა. WeHelp პირველი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც Crowd Funding სისტემით მუშაობს

World Vision-ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბის და უთანასწორობის დასაძლევად. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100