სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიამ მახნიაშვილის მამას შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს

კანადაში დაღუპული მარიამ მახნიაშვილის მამას ვახტანგ მახნიაშვილს, რომელიც სასჯელს ონტარიოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის შვილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

კანადური მედიის ინფორმაციით, ვახტანგ მახნიაშვილის დროებით გათავისუფლებაზე უარი ციხის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომელიც თავის მხრივ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო.

ვახტანგ მახნიაშვილის გამოშვების თხოვნით ციხის ადმინისტრაციას მისმა მეუღლემ, ლელა ტაბიძემ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ კანადაში გარდაცვლილ მარიამ მახნიაშვილს ტორონტოში ხვალ, 24 მარტს, დაკრძალავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100