დღის "ფეისბუქ–სტატუსი" – გია ნოდია – 2.11.2012.
Ghia Nodia
ახალი ხელისუფლების პირველ ნაბიჯებში ბევრი რაღაც შეიძლება არ მოგეწონოს (ან მოგეწონოს), მაგრამ ყველაზე სახიფათო ტენდენცია, რაც ჯერჯერობით გამოიკვეთა, არის საკუთარი პრობლემების წინა ხელისუფლებაზე გადაბრალება. კერძოდ, ის ცდილობს, შენობებში შეჭრები, გაფიცვები, რუსთავის ციხის პრობლემები წინა ხელისუფლების მხრიდან „საბოტაჟს“ და ფარულ ხრიკებს მიაწეროს.
არადა აშკარაა, რომ ეს პრობლემები იმ რიტორიკის შედეგია, რაც ყოფილ ოპოზიციას (და მთლიანად ოპოზიციურ საზოგადოებას) ჰქონდა. დღეს ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი, ვინც დიქტატორს ეძახდა სააკაშვილს იმის გამო, რომ შენობებში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს იქიდან ასახლებდა. დევნილებმა (ან ზოგადად ‘სოციალურად გაჭირვებულებმა’) სრულიად ლოგიკურად ჩათვალეს: ახლა კარგი დროა ისევ შეიჭრნენ ამ შენობებში, იმიტომ რომ ‘კარგი’ ხელისუფლება ხომ აღარ გაასახლებს. ანალოგიური ლოგიკური ჯაჭვია სხვა შემთხვევებში: ყოფილმა ოპოზიციამ შექმნა მოლოდინები, რომელთა შედეგებსაც ახლა იმკის. მაგრამ ამის აღიარება არ უნდა, ამიტომ საიდუმლო შეთქმულებების თეორიებს აგებს.
ეს მეთოდი არახალია: როცა ობიექტური (შენი მოქმედებიდან გამომდინარე) პრობლემები ჩნდება, აბრალებ მტრის ფარულ ხრიკებს - მასონებს, მსოფლიო იმპერიალიზმს, ‘ნაცებს’, სულერთია. კარგისკენ ამ გზას არავინ მიუყვანია, თუმცა მოკლევადიანი სარგებელი შეიძლება ნახო.
კომენტარი