"ამოიღეთ რუსული ტელევიზიები და დაზოგეთ ფულიც და ქვეყანაც" - ნიკა გვარამია "სილქნეტს" უპირისპირდება
სილქნეტი მომხმარებელს პაკეტს უძვირებს. კომპანია ასეთ რამეს ატყობინებს აბონენტებს:
„რუსთავი 2, მაესტრო და იმედი აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება.“
აი რას წერს ამასთან დაკავშირებით ნიკა გვარამია:
ისე, საკუთარი მოგების მარჟის შემცირებას, ათასი იდიოტური უსახელო არხის ამოღებას და სხვა მისთანებს თუ გადავდებთ, ტექნიკური თვალსაზრისით რუსული პროპაგანდის გავრცელების მთავარი პლატფორმა რომ ხართ, ძვირფასო სილკნეტო, ამოიღეთ რუსული ტელევიზიები და დაზოგეთ ფულიც და ქვეყანაც.
კომენტარი