ღარიბაშვილისა და ტუსკის შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის პირისპირ შეხვედრაზე. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ საგარეო გამოწვევების მიუხედავად, საქართველო არჩეული კურსის ერთგულია და მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისათვის, რაც ევროკავშირის მხარდაჭერის მკაფიო დასტურად შეაფასა.
პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.
კომენტარი