„ეხო მოსკვის“ ვებ-გვერდი, რომელმაც საარჩევნო დარღვევების გამოქვეყნება დაანონსა, დაბლოკილია
„ეხო მოსკვი“ და კიდევ რამდენიმე ინტერნეტგამოცემა, რომლებმაც დაანონსეს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდებოდა, დილიდან დაიბლოკა. „ეხო მოსკვის“ ვებ-გვერდი ამ დრომდე დაბლოკილია.
არჩევნებზე ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა ვლადიმირ ჟირინოვსკი, რომელმაც განაცხადა, რომ დუმაში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში მისი პარტია იზრუნებს კავკასიასთან საზღვრების ჩაკეტვაზე. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმაც.
მოსკოვში „რუსთავი-2“-ის კორესპონდენტმა, თამარ ნუცუბიძემ წითელი მოედნიდან პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ კრემლის წინ რამდენიმე ავტობუსით ნიღბიანი „ომონელები“ მიიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ კვირა დილით დაწყებულ არჩევნებს გაყალბების ბრალდებები და დამკვირვებელთა გაუგონარი დაშინება უძღოდა წინ. არჩევნების მონიტორინგის ერთადერთი დამოუკიდებელი ჯგუფი აცხადებს, რომ მათი ლიდერი შაბათს მოსკოვის აეროპორტში 12 საათით დააკავეს. ეს არ იყო პირველი ინციდენტი, რომელიც ორგანიზაცია „გოლოსის“ წინააღმდეგ განხორციელდა. წინა დღეს მოსკოვის სასამართლომ დამკვირვებელთა ჯგუფი საარჩევნო კანონის დარღვევათა მხილებისთვის და ფაქტების ინტერნეტზე გამოქვეყნებისთის 1 000 დოლარით დააჯარიმა. რუსული სახელმწიფო მედია კი დამოუკიდებელი ორგანიზაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პიარ-კამპანიას აწარმოებდა.
კომენტარი